13 მარტი, 2014
რამ შეაყვარა თინა კანდელაკს ვლადიმირ პუტინი?!
რატომღაც, მას მერეც, რაც საქართველოში მთავრობა შეიცვალა და თინასთვის საძულველი სააკაშვილი არ არის ქვეყნის სათავეში იმ დროს, როცა მთელი საქართველო და ნახევარზე მეტი მსოფლიო უკრაინის გვერდში დგას და რუსეთის ძალისმიერ პოლიტიკას აპროტესტებს, როგორც ყოველთვის, რუსეთისადმი დითირამბების მიძღვნით გამოირჩევა ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი.

რატომღაც, მას მერეც, რაც საქართველოში მთავრობა შეიცვალა და თინასთვის საძულველი სააკაშვილი არ არის ქვეყნის სათავეში, თინამ დამოკიდებულება ვერ შეიცვალა და საქართველოზე მეტად კვლავ რუსეთზე შესტკივა გული.

თანაც ამის აფიშირებას აკეთებს და კიდევ მეტ აგრესიას
იწვევს ქართველი საზოგადოებისგან. უფრო მეტიც, ბევრი თვით რუსეთშიც ვერ იგებს თინას პოზიციას, რადგან პუტინის წინააღმდეგ მის სამშობლოშიც ბევრმა აიმაღლა ბოლო დროს ხმა.

საღად მოაზროვნე ცნობილი რუსები ღიად ამბობენ, რომ პუტინის მთავრობა დამღუპველია პირველ რიგში რუსეთისთვის. მაგალითად, ბოლო დროს თინას ''დიდმა მეგობარმა'' ქსენია სობჩაკმა საჯაროდ თქვა, რომ მას და მის ქმარს რცხვენიათ რუსეთის გამო.

ამ დროს განსაკუთრებულად თვალში საცემი და გამაღიზიანებელიც კია ეროვნებით ქართველი ქალბატონის ამგვარი პრორუსული გამოსვლები. ამიტომაც არის, რომ თინას გვერდს ''ფეისბუქსა'' თუ სხვა სოციალურ ქსელებში პირდაპირ უტევენ ქართველი თუ რუსი მომხმარებლები, რომლებიც მის პოზიციებს აპროტესტებენ.

სულ ბოლოს ყველაზე ცინცხალი განცხადება თინამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და რუსეთის ფედერაციის ლიდერისადმი კომპლიმენტებად დაიღვარა: ''პუტინი რუსეთის ნაციონალური ლიდერია, ისტორიული მნიშვნელობის. ის XXI საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერია''.

სიყვარული ბრმააო, ამაზეა ნათქვამი. როგორც ჩანს, თინას მართლა უყვარს პუტინი და ვერავინ დაუშლის ამას. თუმცა ეროვნული თვითშეგნება და ღირსებაც ხომ არსებობს ამ ქვეყანაზე? 

საინტერესოა, რომ თინა არა მხოლოდ პუტინისადმია ასე დადებითად განწყობილი, მის მეგობრებთანაც ახლობლობს. მაგალითად, მისი თავგამოდებული მეგობარია რამზან კადიროვი, კიდევ ერთი ოდიოზური ფიგურა, რომელიც დანარჩენი საზოგადოების აღშფოთებას ხშირად იწვევს.

კადიროვს, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ პუტინი მსოფლიო დონის ადამიანი და მისაბაძი პიროვნებაა, - თინა არაერთხელ სტუმრობდა გროზნოში, მისგან ძვირად ღირებული საჩუქრებიც მიუღია, აქტიური მიმოწერა აქვს და ამ ბოლო დროს მასთან ერთად აიტაცა ახალი მოდა - სპორტული აზიდვები.

თანაც, არა მხოლოდ აზიდვებს აკეთებენ. ''ინსტაგრამზე'' ერთგვარი აქცია დაიწყეს მან, კადიროვმა და მომღერალმა ტიმატიმ. ისინი აზიდვებს ვიდეოზე იწერენ, ავრცელებენ და თავიანთ ნაცნობებს სთხოვენ, მათაც გააკეთონ ათი აზიდვა.

ეს ესტაფეტაა - მორიგი მომხმარებელი გააკეთებს ათ აზიდვას, გადაიღებს, გაუგზავნის ნაცნობს და ა.შ. ამ ახალ მოდას რუსეთის დუმის დეპუტატებიც კი აჰყვნენ, ასევე სენატორები, მათი ცოლები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ.

თინას, როგორც ჩანს, ბევრი თავისუფალი დრო რჩება მას მერე, რაც ტელევიზიაში ისეთი აქტიური აღარ არის, ამიტომაც ტრიბუნად აქვს გადაქცეული სოციალურ ქსელზე თავისი გვერდები.

იქ ყველაფერზე საუბრობს, რაც აქტუალურად მიაჩნია. ''ოსკარების'' გადაცემის ცერემონიასაც გამოეხმაურა და გამოაცხადა, რომ აღშფოთებულია წლევანდელი შედეგებით.
''ძალიან გავბრაზდი, რომ ლეონარდო დიკაპრიოს ისევ არ მისცეს ''ოსკარი''. ყელში ამოვიდა.

თან, ყოველ წელს ერთნაირად ამაზრზენად იქცევიან''. ლეონარდო დიკაპრიოს მისი გამოსარჩლება ნაკლებად სჭირდება, რასაც ვერ ვიტყვით მის ნამდვილ სამშობლოზე, საქართველოზე, რომელსაც გვერდში არასდროს უდგას.

სწორედ თინას უხდება ძალიან გამონათქვამი, ''ვინც იხდის, შამპანურსაც ის უკვეთს''. რუსეთში ნაშოვნი მილიონები და იქ შესმული შამპანური თინასთვის ბევრად მნიშვნელოვანია და დაკვეთებსაც ხუთიანზე ასრულებს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ემილი
უფფფ.... არ უნდა გაგვიკვირდეს, ბებია სომეხი ყავდა იმათ ჯიშზეა წასული ესეც, სადაც კარგადა ის ქვეყანა უყვარს, ისემც უქნია კისერი უტეხია
20:22 / 16-03-2014
გამოხმაურება / 0 /
დავითი
ეს რა სენი დაგვმართია ქართველებს, ამპარტავნებისგან აღარც სამშობლო, აღარც ოჯახი აღარ გვახსოვს. სექსზე, ჭამასა და ლანძღვა-გინებაში გავლიეთ ძვირფასი დრო და კიდევ ერთმანეთის ჭამაში. იყოს ის ადამიანი თავისთვის, რა მაგაზე უფრო ნაკლებნი იყვნენ სხვები (მანქურთები) თავისას რომ ლანძღავდნენ და სხვისას შესტრფოდნენ. ღმერთმა უშველოს! ჩვენ კი თუ ვინმეს უნდა შევნატროთ ეს გულანთებული უკრაინელი პატრიოტებია. ხოლო თიკაზე, თიკამ იზრუნოს. ბოდიშს ვიხდი თუ ვინმე ჭკუის სწავლებაში ჩამითვლის. ამას პირველ რიგში ჩემს თავს ვუხმობ.
12:57 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტს თემოსგან
კომენტარზე გეტყობა რა მახინჯი სხეული და სულიც გაქვს.და პლიუს უბედურიც.ვირთხაა ბოროტო
09:42 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ცუცო
კიკუ.ფული ბაბა ფული... ბევრი ფული...
22:49 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
რა ქნას ამ უბედურმა,ტუ გაუკუგმარტებული გემოვნება და ტვინი აქვს,მისსავე საუბედუროდ!
19:55 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS