ზაფხულის სეზონზე ნინო ჩხეიძე აპირებს ახალი ალბომის წარდგენას თავის ბენდთან ერთად. Nioband-ი და ნინო უკვე ნახევარ წელზე მეტია, ახალი პროდუქტის შექმნაზე მუშაობენ. სიმღერები, რომლებსაც ნინო & Nioband-ი წარმოგიდგენთ, იქნება თქვენთვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი, როგორც ძველი, ისე ახალი ჰიტები. ნინო & Niobend-ი ასევე შემოგთავაზებთ კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერას, სინგლის სახით, რომელიც სპეციალურად ნინო ჩხეიძისთვის შეიქმნა,
უკვე მიმდინარეობს მუშაობა ამავე სიმღერის ვიდეორგოლზე, რომელსაც სულ მალე იხილავს საზოგადოება.
ალბომი ჩაიწერა Niostudio-ში. მასზე იმუშავეს: ზვიად თინიკაშვილი - გიტარა
ირაკლი
კვანჭიანი - კლავიშები
ლევან მიქაბერიძე - ბას გიტარა
დავით თუთარაშვილი - დრამი
ნინო ჩხეიძე - ვოკალი
არანჟირება: Nioband & ბექა ნიკოლაიშვილი
მუსიკალური პროდუსერი ბექა ნიკოლაიშვილი
მალე ახალ სიმღერას ახალი კლიპით და ახალი იმიჯით ნინო ჩხეიძე წარადგენს.