ვიკას და მაიკოს ვაჟი გუშინ შეეძინათ და მას ნიკალა დაარქვეს.
ვაჟიშვილის დაბადების შესახებ სოციალურ ქსელში თავად ვიკამ დაწერა და უამრავი მილოცვაც მიიღო.
ვიკა სანიკიძემ მაიკო ბიწაძეზე ერთი წლის წინ იქორწინა, წყვილმა დაოჯახება მოკრძალებულად აღნიშნა, მათ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში შეიკრიბნენ.