15 აპრილი, 2019
"მიყვარხარ" - სალომე შარვაძე ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს
სალომე შარვაძეს ქართველი მაყურებელი წლებია იცნობს, რადგან არაერთ წარმატებულ სერიალში თამაშობდა, თუმცა, განსაკუთრებული პოპულარობა სერიალმა "ჩემი ცოლის დაქალები" და გასულ სეზონზე მისი გმირის ქეთის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა მოუტანა.

სალომე რეალურ ცხოვრებაში დაქორწინებულია, ის 12 წლის წინ გათხოვდა ბიზნესმენ მამუკა არველაძეზე, რომელთანაც ქალიშვილი მართა არველაძე ჰყავს.

სალომეს და მამუკას ქორწინებიდან 12 წელი დღეს გავიდა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი თბილისში გადაიხადა და ჯვარი სამებაში დაიწერა.

მსახიობმა ქორწინების 12 წლისთავის აღსანიშნავად სოციალურ ქსელში ქორწინების ფოტოები დადო და ქმარს სიყვარულში
გამოუტყდა.

"12 წელი, მიყვარხარ", - წერს სალომე. 


RatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS