ერეკლე ბადურაშვილი კლინიკაში თირკმლის უკმარისობით მოათავსეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
ერეკლე ბადურაშვილის დაკრძალვაზე ცუდად გახდა, რეჟისორის დედა, მსახიობი ლალი ბადურაშვილი, რომელიც შვილის დაკრძალვას ვერ დაესწრო და კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორია ამჯერად ქალბატონ ლალის მდგომარეობა, ამის გასარკვევად "რეიტინგი" ერეკლე ბადურაშვილის მეგობარს, ხათუნა ხუნდაძეს დაუკავშირდა.
- ქალბატონო ხათუნა, როგორ არის ახლა ლალი ბადურაშვილი?
- ლალი ახლა კარგად არის, შეძლებისდაგვარად. დიდი
- რამდენი დღე იყო კლინიკაში?
- ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი დღე იყო, მაგრამ მეცხრე დღეს როცა ვიყავი, ლალი ისევ კლინიკაში იწვა.
შეგახსენებთ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რეჟისორმა ერეკლე ბადურაშვილმა ფილმის "ხიდის" გადაღებები დაიწყო. ამ ფილმში ქართველ ვარსკვლავებთან ერთად, თურქული კინოს ვარსკვლავებიც თამაშობენ.