ჟვანიას თქმით, რუსმა ტურისტმა მას თხილამურები მოპარა. გუდაურში უკვე ბევრი ასეთი ფაქტი ფიქსირდება.
"გუშინ გუდაურში კაფედან გამოვედით მე და ჩემი მეგობარი სრიალის გასაგრძელებლად და მეგობრის თხილამური გამქრალია თავისი ჯოხებით. კაფეს გარეთაც და შიგნითაც კამერები აქვს.
პერსონალთან ერთად მაშინვე ვნახეთ ჩანაწერი, სადაც ჩანს რომ ვიღაც წითელქურთუკიანი მოსრიალდება თავისი თხილამურით, მოიხსნის, გარეთ მაგიდებს შორის გაისეირნებს, კაფეში არც შევა ისე შეიხე
შემთხვევით გვერდზე ვხედავთ ზუსტად ასეთივე ორ თხილამურს და ვხვდებით რომ სამივე ერთი და იგივე გაქირავებიდან უნდა იყოს. ამ თხილამურების პატრონებისგან ვიგებთ რომელ გაქირავებაში აიღეს და მივდივართ იქ უკვე მოსულ პოლიციასთან ერთად. გაქირავების პატრონი რა თქმა უნდა მაშინვე ურეკავს ვისაც თხილამური მიაქირავა და ვინ შეგვრჩა ხელში? თავის სასტუმროს ნომერში მონებივრე ოკუპანტი ტურისტი. პოლიცია მიადგა სასტუმროში და ეს ნაგავი იმასაც კი არ ცდილობს თქვას თხილამური შემეშალაო (ან როგორ უნდა შეშლოდა წითელი ლურჯში), მისი ვერსიით თურმე ჩვენ თხილამური ვიღაცამ მოგვპარა და ამხელა გუდაურში მის სასტუმროში მისი ოთახის ნომრის ქვეშ სკიდეპოში მიაყუდა.
ეს კიდე ეტყობა ფეხით ჩავიდა სასტუმროში და თხილამური მთაზე დარჩა. ერთმა პოლიციელმა ვეღარ მოითმინა, ქურთუკში სწვდა და შენ ეხლა რაც ვიდეოში ჩანს ის წითელი ქურთუკი არ გაცვიაო? წითელი ბევრს აცვიაო უპასუხა შეშინებულმა. ვიდეოზე სახე არ გაირჩეოდა და ამ არაკაცის პასუხისგება გრძელი და სათუო საქმე იყო. წამოვედით დაღლილები და ნახევარი დღე სრიალის მაგივრად თხილამურის ძებნაში ნერვებმოშლილი.
პოლიციელებმა თქვეს, რომ თხილამურის ქურდობა თუ ხდება ბოლო წლებში, სულ ამ ტურისტების კისერზეა. თხილამურები უყურადღებოდ არ დატოვოთ, ირგვლივ ბევრი რუსი დაძრწრის.
ხოდა რუსი ერთი ცალი ტურისტიც კი წაგლეჯაზეა და კიდევ ერთხელ მაგ ქვეყნის დედაც ...." - წერს ჟვანია.