- რატომ დანიშნეთ კატა დირექტორად?
- ვფიქრობ, რომ ცხოველს ინსტინქტის დონეზე ხანდახან ჩვენზე მეტი შეუძლია, მინიმუმ გრძნობს ენერგეტიკულად სუფთა ადგილს და მხოლოდ იქ იდებს ბინას.
- ანუ, რიჩიმ ბინა სიღნაღში დაიდო?
- მეტიც, დაეუფლა დირექტორის სავარძელს და კუდის ქიცინით და "გაღიმებული" ხვდება სტუმრებს.
- რას ემსახურება ბლოგი ფეისბუქზე " მე ვარ რიჩი სიღნაღიდან"?
- ჩვენი სასტუმრო პირველია რეიტინგებში ბუქინგზე, გვსტუმრობენ
- ახალ წიგნსაც ხომ არ ველოდოთ ლალი მოროშკინასგან, მაგალითად "რიჩის ცხოვრება"?
- მიაუ... რატომაც არა, და რა თქმა უნდა, კვლავაც ჩემს საყვარელ "კვირის პალიტრასთან" ვითანამშრომლებ.
- მიაუ, გისურვებთ წარმატებას!
- მადლობა, აუცილებლად გავამიაურთლებთ.