08 აპრილი, 2019
შორენა ბეგაშვილის მილიონერი ქმარი სამეფო სკანდალს ეხმაურება
“შორენა ბეგაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, უშიშროებამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აგენტად მიუგზავნა”, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შორენა ბეგაშვილის სახელი, თუ დააკვირდებით, არსად მიხსენებია. ერთხელ მიხსენეს ბეგაშვილი „რუსთავი2-ზე“, იქაც გავეცი პასუხი, რომ შორენა ბეგაშვილი იყო უშიშროებისგან ჩასმული აგენტი. ამის შემდეგ დამიკავშირდა მისი მეუღლე, მთხოვა, ჩემი მეუღლის სახელი აღარ ახსენოო. მე მას ვუთხარი, რომ არანაირი სურვილი გვაქვს ბეგაშვილის სახელის ხსენებისა. თუ არ უნდა, მას რომ მე მისი მეუღლის სახელი
ვახსენო, მაშინ რატომ მოდის ქალბატონი შორენა და იძლევა ჩვენებას ჩვენ წინააღმდეგ?

მოგეხსენებათ, მაშინ საუბარი იყო კონსტიტუციურ მონარქიაზე. ლაპარაკი იყო სახელმწიფო წეს-წყობილების ცვლაზე. მე რომ არ ვყოფილიყავი ბატონი დავითის მეგობარი და ვყოფილიყავი სახელმწიფოს მეთაური, მეც ჩავუსვამდი აგენტს. დავითმა პოლიტიკური პროცესი წამოიწყო, საუბარი იყო ქვეყნის კონსტიტუციის წეს-წყობილების შეცვლაზე და ვინ არის ეს კაცი და რას ფიქრობს, საინტერესო იქნებოდა. შორენა ბეგაშვილმა იმუშავა ბატონი დავითის გაშავებაზე პიარულად. ბატონი დავითის გაშავება იმ დროს შედიოდა იმდროინდელი ხელისუფლების ინტერესებში, რომლებიც კონსტიტუციური მონარქიის იდეას აღიქვამდნენ, როგორც პირად საფრთხეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე, შესაძლოა, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი გამოკითხონ. ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Nita
Romeli milioneri? Vin gitxrar , rom milioneria?! Gakotrda glexis bichi))))). Ehh( agarc mepe agarc milioneri qmari. Ra qnas am sawyalma qalma?))))))
22:40 / 08-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS