ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, მასში მონაწილეობას საქართველოს გარდა, ჩვენი მეზობელი ქვეყნების როკ-მუსიკოსებიც იღებენ.
ფესტივალის სახელი წელს საზღვრებს კიდევ უფრო გასცდა და თბილისში ჩამოსვლის სურვილი მიკ ჯაგერმა გამოთქვა.
დეტალებზე „რეიტინგს“ ლადო ბურდული ესაუბრა.
- მინდა დავიწყო იქედან, რომ ამ ფესტივალის იდეა,
არც ფინანსები გვქონდა, არც საიტი, ეფექტიც ნაკლები იყო, მაგრამ გადავწყვიტეთ მცირე ფინანსების მიუხედავად, მაინც გაგვეკეთებინა. შევქმენით ინტერნეტ-რესურსი https://phoenix.caucasusmusicaward.com/, აქ მთელი წლის მანძილზე, 24-საათიან რეჟიმში შეგიძლიათ მუსიკის მოსმენა. ვარჩევთ ჯგუფებს და გაზაფხულზე ტარდება მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი. აქამდე კავკასიაში როკ-მუსიკოსების ბაზა არ არსებობდა, ამ საიტის ამოქმედების შემდეგ კი ეს ბაზა გაკეთდა. საერთო ინფრასტრუქტურა შეიქმნა, სადაც გაწევრიანებული არიან ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენელი სხვა მუსიკოსები.
ინტერნეტის მეშვეობით დავანახეთ ხალხს რეალური პოტენციალი, რასაც მოჰყვა ჯერ კულტურის სამინისტროს, შემდეგ კი ქალაქ თბილისის მერიის დაინტერესება.
- რამდენია თქვენი ფესტივალის ბიუჯეტი?
- 11 ათას 500 დოლარით გვაფინანსებენ. არავის სჯერა, რომ ასეთი მცირებიუჯეტი აქვს ამ პროექტს. მთავარია, ვარღვევთ ინფორმაციულ იზოლაციას და კავკასიელი მუსიკოსები ეცნობიან ერთმანეთის შემოქმედებას, ასევე ერთად უკრავენ.
წელს დაჯილდოვებას დავამატეთ ლაზები. ეს დიდი რაღაც მოხდა, რადგან ლაზები ასეთ პროექტში ჩართული არ მინახავს, ისინი ფესტივალზე როკს დაუკრავენ.
- თქვენს პირად გვერდზე გაავრცელეთ სასიამოვნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფესტივალზე დასწრების სურვილი მიკ ჯაგერიმ გამოთქვა, ვისგან შეიტყო მან „ფენიქსის“ შესახებ?
- ჩემი ლონდონელი პარტნიორი შეხვდა მიკ ჯაგერს ერთ-ერთ წვეულებაზე და ჩემს შესახებ მოუყვა. უთხრა როკს არაკონფორმისტულად უდგება, ამდენი წელია როკ-ფესტივალს