11 მარტი, 2014
დათო იმედაშვილი: ''ნამდვილად არ შევასრულებინებ მომღერალს რუსულ სიმღერას''
შოუს თვალსაზრისით ალბათ ბევრი იშრომეს და ბევრი დრო დაუთმეს მომზადებას. მუსიკალური თვალსაზრისით არ იყო მთლად გამართული მთელი დღე სოციალურ ქსელში მსჯელობენ ''იმედზე'' გასული ''ორი ვარსკვლავის'' გამო. პროდიუსერმა დათო იმედაშვილმა შოუ ჯერ კიდევ ეთერში გადიოდა, როდესაც თავისი აზრი ''ფეისბუქზე'' დააფიქსირა. ''სანამ ოკუპანტის ერთი ჯარისკაცი მაინც არის საქართველოში, არც ერთ პროექტში, რომელსაც მე გავაკეთებ, არ დავუშვებ, მის ენაზე ცეკვას და თამაშს''. დათოს კომენტარისთვის დავუკავშირდით.

დათო:
- მინდა გითხრათ, არც ერთი სტატუსი არ დამიდია ''ფეისბუქზე'' ''ორ ვარსკვლავთან'' დაკავშირებით.
- წერდით, რომ არც ერთ პროექტს, რომელსაც თქვენ გააკეთებდით, რუსულ ენაზე სიმღერის შესრულებას არ დაუშვებდით. ამ შემთხვევაში ''ორ ვარსკვლავს'' არ გულისხმობდით?
- ნამდვილად არ შევასრულებინებ მომღერალს რუსულ სიმღერას და ამ შემთხვევაში მარტო ''ორ ვასრსკვლავს'' კი არა ბევრ სხვა შემთხვევას ვგულისხმობდი. როგორც ვიცით, რუსული რომანსების საღამოები ტარდება კულტურის სამინისტროს დაფინანსებით.
- ''ორი ვარსკვლავს'' გარდა იმისა, რომ არ მოგეწონათ, რომ მონაწილეებმა რუსული სიმღერები შეასრულეს, როგორ შეაფასებდით?
- შოუს თვალსაზრისით ალბათ ბევრი იშრომეს და ბევრი დრო დაუთმეს მომზადებას. მუსიკალური თვალსაზრისით არ იყო მთლად გამართული. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი რეიტინგული გახდება.
- იყავით ''ახალი ხმის'' პროდიუსერი. მაყურებელი კომენტარებში გეკითხებოდა, გავიდოდა თუ არა პროექტის მესამე სეზონი. უპასუხეთ, რომ ''ახალი ხმა'' ოდესმე გავიდოდა. ბევრს გაუჩნდა კითხვა, რომ ''იმედში'' აღარ მუშაობთ. ხართ ''იმედის'' თანამშრომელი?
- ''იმედის'' თანამშრომელი არასდროს ვყოფილვარ.
- გააკეთებთ ''ახალ ხმას'', ან სხვა რომელიმე პროექტს ''იმედზე''?
- შეკვეთა თუ მექნება გავაკეთებ, მაგრამ რუსული სიმღერების გარეშე და არა მარტო ''ახალ ხმას'', შეიძლება, სხვა პროექტებიც გავაკეთო და არამარტო ''იმედზე''. შეიძლება, ''რუსთავი 2''-თანაც ვითანამშრომლო. მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გივი
დათო ხარ თუ ვინა ხარ არ გიცნობ, მაგრამ გეტყობა რომ მაგარი შტერი ხარ.
09:28 / 12-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS