04 აპრილი, 2019
"ღამით გულის შეტევა დაემართა" - რატომ დატოვა საქართველო დავით ბაგრატიონმა
ადვოკატ ლევან ჩხეიძის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა გუშინ საქართველო დატოვა.

"ჩემი მარწმუნებლის დედას გუშინ ღამით გულის შეტევა მას შემდეგ დაემართა, რაც გაიგო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ის ჰოსპიტალიზებულია ძალიან მძიმე დიაგნოზით. სასწაულებრივადაა გადარჩენილი. ამ წუთას ის მადრიდში ჰოსპიტალში იმყოფება. ჩემი მარწმუნებელი იძულებული გახდა, გუშინ, გვიან ღამით, როცა ეს ამბავი შეატყობინეს, ესპანეთში გამგზავრებულიყო", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ნამდვილად ცუდად არის, მალე გაასაჯაროებენ.

„როგორც კი ჩავა
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ესპანეთში, სამედიცინო დოკუმენტაციას კლინიკიდან გადმოგვიზავნის და ჩვენ გავასაჯაროებთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ლევან ჩხეიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ დაკითხვაზე დაბარებული არ ყოფილა, ასევე ქვეყნის დატოვების შესახებ მას გამოძიებისთვის არ უცნობებია.

„ამაში უკანონო ქმედება არ ყოფილა. ბატონ დავითი არ იყო ძებნაში. მის მიმართ არანაირი ბრალდება არ არის ოფიციალურად წარდგენილი. შესაბამისად, საზღვრის გადაკვეთა თავისუფლად შეძლო", - აცხადებს ლევან ჩხეიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
იო
რა სამარცხვინოა
09:17 / 05-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS