04 აპრილი, 2019
რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა
88 წლის ასაკში, ლეგენდარული ქართველი რეჟისორი, გიორგი დანელია გარდაიცვალა.

გიორგი დანელია რამდენიმე კვირის წინ რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავდათ მოთავსებული.


ინფორმაცია გიორგი დანელიას გარდაცვალების შესახებ, რუსულმა პრესამ გამოაქვეყნა.

ნაღვლიანი კომედიებით ცნობილი რეჟისორი 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა.

გიორგი დანელია სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. მისი ფილმი „მე დავდივარ მოსკოვში“ ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით ხრუშჩოვის დათბობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა. დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“ (1977),
ქართველი პილოტის თავაგადასავლებზე მოსკოვში, და „შემოდგომის მარათონი“ (1980), თარჯიმანზე, რომელიც ცოლსა და საყვარელს შორის ორ ცეცხლს შუაა მოქცეული.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS