აპრილის ბოლოს დაგეგმილია კონცერტი თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში, წარმატებული სკოლების შემოქმედებითი კოლექტივებისთვის.
გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოს ასამდე ქალაქის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლისა და სასწავლებლის განსაკუთრებით წარმატებული ნორჩი ნიჭიერი მუსიკოსები, რომელთაც შესარჩევ ტურებზე ცნობილი მუსიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ პროფესორები: ნინო ქათამაძე, მერი ჟვანია, ქეთევან თუშმალიშვილი, კომპოზიტორები: ნუნუ გაბუნია, რუსუდან
40-მდე ნომინანტსა და პრიზიორს ხელოვანთა კავშირისგან გადაეცათ ფულადი პრემიები, ერთწლიანი სტიპენდიები, “ბარამბოს” ტკბილეული და HAPPY FLOWER-ის თაიგულები. პრიზიორთა შორის საუკეთესოები მაისსა და ივლისში გაემგზავრებიან ხელოვანთა კავშირის საერთაშორისო კონკურსებზე ესპანეთსა და იტალიაში, დეკემბერში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანში კამერულ ორკესტრთან ერთად დაგეგმილ კონკურსში, ხოლო ნოემბერში ბათუმში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავენ ბახის მუსიკის ფესტივალზე.
ჟიურის რჩეულ ლაურეატებს ჩაუტარდებათ მასტერ-კლასები სპეციალობების მიხედვით. კავშირი უკვე მე-12 წელია, ახორციელებს კლასიკური მუსიკის მასშტაბურ კონკურსებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ და ზრუნავს ნიჭიერი ნორჩი მუსიკოსების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანაზე, მათ პროფესიულ განვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე, პატრონაჟი აქვს აღებული სოციალურად დაუცველ ვირტუოზ მუსიკოსებზე, ჰყავს სტიპენდიანტები და მეთოდურ დახმარებას უწევს დამწყებ პედაგოგებს სახელოვნებო ქსელში.
კლასიკური მუსიკის კონკურსს და “ხელოვანთა კავშირს” ხელმძღვანელობს მუსიკოსი, პიანისტი ნინო კუპატაძე.