03 აპრილი, 2019
კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის მე-12 ეროვნული კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ გაიმართა
2 აპ­რილს, მა­რა­თო­ნის ფორ­მატ­ში, სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მე-12 ეროვ­ნუ­ლი კონ­კურს-ფეს­ტი­ვა­ლის, “მო­მავ­ლის ვარ­სკვლა­ვე­ბის” სა­ზე­ი­მო დას­კვნი­თი გალა-კონ­ცერ­ტი და ნო­მი­ნან­ტთა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გაიმართა.

აპ­რი­ლის ბო­ლოს და­გეგ­მი­ლია კონ­ცერ­ტი თბი­ლის­ში, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიდ დარ­ბაზ­ში, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კო­ლექ­ტი­ვე­ბის­თვის.

გალა-კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბდნენ სა­ქარ­თვე­ლოს ასამ­დე ქა­ლა­ქის სა­მუ­სი­კო და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლისა და სას­წავ­ლებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნორ­ჩი ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სე­ბი, რო­მელ­თაც შე­სარ­ჩევ ტუ­რებ­ზე ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბის მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს.



ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ პრო­ფე­სო­რე­ბი: ნინო ქა­თა­მა­ძე, მერი ჟვა­ნია, ქე­თე­ვან თუშ­მა­ლიშ­ვი­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი: ნუნუ გა­ბუ­ნია, რუ­სუ­დან
ხო­რა­ვა, ფოლკ­ლო­რის­ტი, პრო­ფე­სო­რი მაია მი­ქა­ბე­რი­ძე და ხე­ლო­ვან­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე მუ­სი­კო­სი ნინო კუ­პა­ტა­ძე.

40-მდე ნო­მი­ნანტსა და პრი­ზი­ორს ხე­ლო­ვან­თა კავ­ში­რის­გან გა­და­ე­ცათ ფუ­ლა­დი პრე­მი­ე­ბი, ერ­თწ­ლი­ა­ნი სტი­პენ­დი­ე­ბი, “ბარ­ამ­ბოს” ტკბი­ლე­უ­ლი და HAPPY FLOWER-ის თა­ი­გუ­ლე­ბი. პრი­ზი­ორ­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი მა­ის­სა და ივ­ლის­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან ხე­ლო­ვან­თა კავ­ში­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე ეს­პა­ნეთ­სა და იტა­ლი­ა­ში, დე­კემ­ბერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში კა­მე­რულ ორ­კესტრთან ერ­თად და­გეგ­მილ კონ­კურ­სში, ხოლო ნო­ემ­ბერ­ში ბა­თუმ­ში სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად და­უკ­რა­ვენ ბა­ხის მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე.

ჟი­უ­რის რჩე­ულ ლა­უ­რე­ა­ტებს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ მას­ტერ-კლა­სე­ბი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. კავ­ში­რი უკვე მე-12 წე­ლია, ახორ­ცი­ე­ლებს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მას­შტა­ბურ კონ­კურ­სებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ და ზრუ­ნავს ნი­ჭი­ე­რი ნორ­ჩი მუ­სი­კო­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გაყ­ვა­ნა­ზე, მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე, პატ­რო­ნა­ჟი აქვს აღე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ვირ­ტუ­ოზ მუ­სი­კო­სებ­ზე, ჰყავს სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი და მე­თო­დურ დახ­მა­რე­ბას უწევს დამ­წყებ პე­და­გო­გებს სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ქსელ­ში.

კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კონ­კურსს და “ხე­ლო­ვან­თა კავ­შირს” ხელ­მძღვა­ნე­ლობს მუ­სი­კო­სი, პი­ა­ნის­ტი ნინო კუ­პა­ტა­ძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS