ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობმა ბახვა ბრეგვაძემ დაწერა.
"როგორ მიხარია რომ პირველად მე ვწერ ამ ამბავს. ჯერ ეპიზოდური როლით , მაგრამ მაინც ფანტასტიკაა, ძალიან მაგარი და გადასარევი ამბავია რომ Vika Kalandia “Netflix”-ის ახალ სერიალში გამოჩნდება, რომელსაც Peter Webber-ი იღებს... წინ კიდევ დიდი გეგმები და პროექტებია ... უკვე ხელს ვერაფერი ვეღარ შეუშლის, ამიტომ, შეგვიძლია ხმამაღლა ვიზეიმოთ.
სერიალში მოთხრობილია ქართველი ბიჭის ისტორია, რომელსაც მოიტაცებენ და კაიროში მამლუქად წაიყვანენ. Netflix-ის მრავალმილიონიან პროექტში სულ 50 ეპიზოდი იქნება და მისი გადაღებები ტუნისში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.