02 აპრილი, 2019
4 აპრილს პიანისტი დავით ალადაშვილი კონსერვატორიაში ქართული კლასიკური მუსიკის საღამოს გამართავს
ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული, პიანისტი დათუნა ალადაშვილის ინიციატივით, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება. მუსიკოსი მეგობრებთან, ოპერის სოლისტთან ირინე შერაზადაშვილთან და ირაკლი ესტაფიშივილთან ერთად, ქართველი კომპოზიტორების ნოდარ გაბუნიას, სულხან ცინცაძის, ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებს შეასრულებს.

ქართველი მსმენელი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსზე დაწერილი დავით ევგენიძის სიმღერას ,,საყურე“-ს მოისმენს. ეს სიმღერა 40 წლის წინ შეიქმნა, თუმცა, ნაწარმოების პრემიერა დავით ალადაშვილისა და ირინა შერაზიდიშვილის მიერ გასულ წელს შედგა.

კონცერტში ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეების მიერ შექმნილი სიმებიანი კვარტეტი და ეროვნული
სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. საღამოს, დათუნა ალადაშვილის და Georgian Strings-ის შესრულებით, კომპოზიტორ გია ყანჩელის უნიკალური ნაწარმოები - ,,პატარა დანელიადა’’ დაასრულებს.

დავით ალადაშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია. მისი სოლო კონცერტები იმართება საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS