არავისთვის არის უცხო, რომ კოდუას უყვარს ცხოველები და სპორტი. განსაკუთრებით სამთო-სათხილამურო სპორტით არის გატაცებული.
ემიგრაციაში მყოფი ერეკლე კოდუა თხილამურებზე სრიალს ხშირად ახერხებს, თუმცა, ორი წლის წინ, ის სრიალისას მძიმედ დაშავდა.
ერეკლე კოდუა აქტიურია სოციალურ ქსელში. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინსტაგრამის პირად გვერდზე, რამდენიმე დღის წინ, საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
"გადავრჩი", - წერს ფოტოს აღწერაში კოდუა. ფოტოზე მასთან ერთად, მისი უმშვენიერესი მეუღლე, კატია დიდაც არის გადაღებული.
რატომ მოხვდა საავადმყოფოში ერეკლე
"ორი წლის წინ, თხილამურებით სრიალისას დავეცი და იმის მერე, მეორე ოპერაცია გავიკეთე ხერხემალზე, ერთი დაცემიდან ერთ კვირაში და მეორე ახლა, ორი წლის თავზე", - განაცხადა მან.
ერეკლე კოდუა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და ის კლინიკიდანაც გაწერეს.