31 მარტი, 2019
"ჩვენს სახლთან დაახლოებით ოცი შეიარაღებული ადამიანი მოვიდა" - რას წერს ლიკა ქორქია სოციალურ ქსელში
ლიკა ქორქია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეხმაურება.

"ისედაც ბნელი და გაყინული ზამთარი კიდევ უფრო გაიყინა ჩემი მეზობლის განწირული ყვირილით- უშველეთ , დაეხმარეთ, კვდება.
მე და ანი ფანჯარასთან მივარდით ფეხის წვერებზე ავიწიეთ და გადიდებული თვალებით ვაკვირდებოდით როგორ იბანდა სახეს სისხლში სრულიად ამოსვრილი ადამიანი. ისეთი ნაწამები, ვერ გაარჩევდით ქალი იყო თუ კაცი.
ბებიამ კარი გააღო და ხმამაღლა დაუძახა -მოდი შვილო , დროზე მოდი სანამ გიპოვნეს.
ვინ ხარ? რას გერჩიან?
-ზვიადისტი ვარ
დეიდა ,მხედრიონი მომზდევს.
ბებია და ჩვენი მეზობელი ქალბატონი ციცინო არარეალური სისწრაფით უმუშავებდნენ ჭრილობებს ,უხვევდნენ გადაჩეხილ თავს და ხორცისგან დათლილ ხელებს.
ბაბუას ტანსაცმელი ანიმ გამოიტანა ,მე სიჩქარით და დაბნეულობით ცალცალი ფეხსაცმელი მოვარბენინე, ჩაიცვა და გაჭირვებით მეორე გასასვლელიდან გაიპარა.
-ის მაიმც მითხარი ვინ ხარ შვილო ?მიაძახა ბებიამ
-ზვიადისტი ვარ დეიდა ,თუ გადავრჩი მოვალ.
სანამ ვუყურებდით როგორ გარბოდა, ეზოში სროლისა და ყვირილის ხმა გაისმა. სისხლის ნაკვალევს გამოყვნენ და ჩვენს სახლათან დაახლოებით ოცი შეიარაღებული ადამიანი მოვიდა. სახლი მთლიანად ააყირავეს, ყველაფერი გადომყარეს ,რაც მოეწონათ წასაღებად გაამზადეს.
- ვინ არის ეს ბიჭი სურათზე?(ერთერთმა ჰკითხა ბებიას )
- ბიძაშვილია ჩემი...
- ჩემი მეგობარი იყო ,ერთდ ვიბრძოდით აბხაზეთში ,დადეთ ყველაფერი და წავედით ამ სახლიდან. გასცა ბრძანება და გავიდა....
-ბებია ვინ იყო ის ბიჭი ?
-ზვიადისტი
-ვინ არიან ეს კაცები ?
-მხედეიონელები შვილო.
-რას ერჩიან ზვიადის?
როცა გაიზდები მოგიყვები და იამაყებ.
იმის მერე რამდენი რამ მოხდა: შევარდნაძის და მისი მთავრბის უბედური საქართველო; სააკაშვილის კენგურუს ნახტომი -ბნელი თბილისიდან სინათლის ქალაქამდე(დიდ პროგრესით და ბევრი შეცდემებით);
ოცნების 8წელი რომლის ახდენილ ოცნებებსაც უკეთ შემდგომში შევაფასებთ.
იყო ომი ,მშვიდობა ,შიში, სიყვარული,ტკივილი, სიხარული და მაინც ყველაზე ამაღლებული და დიდებული გრძნობა-თავისუფლების. გილოცავ პრეზიდენტო", - წერს ქორქია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნატო
მომზდევს, აბხაზეთი, გაიზდები... დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, რატომ ამდენი ელემენტარული შეცდომა? რატომ???
17:08 / 01-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ნატო
მომზდევს, აბხაზეთი,გაიზდები... დანარჩენს თავი რომ დავანებოთ, ტეხავს...
13:01 / 01-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS