11 მარტი, 2014
ანორგაზმია პრობლემა აღარაა - გაყიდვაში ქალებისთვის განკუთვნილი ვიაგრა გამოვა
პრეპარატის შემადგენლობაში შედის ფრანგული ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს მალე გაყიდვაში ქალებისთვის განკუთვნილი ვიაგრა - Lady Prelox გამოჩნდება. როგორც პრეპარატის შემქმნელები აცხადებენ, მამაკაცების ვიაგრას ანალოგი, ქალებში სექსუალურ ლტოლვას აუმჯობესებს.

ქალებისთვის განკუთვნილი ტაბლეტები ვარდისფერი იქნება და 60 ტაბლეტი 37.95 ფუნტი ეღირება. მწარმოებლების თქმით, კვლევებმა დაადასტურა რომ პრეპარატი შუახნის ქალებში სექსუალურ ცხოვრებას აუმჯობესებს.

პრეპარატის შემადგენლობაში შედის ფრანგული ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

Lady Prelox აფთიაქში ურეცეპტოდ გაიყიდება. ის მამაკაცებისთვის განკუთვნილი Prelox-ის ანალოგია, რომელიც წარმოებაში 2010 წელს
ჩაეშვა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS