როგორც აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრისას ელჩმა სეიედ ჯავადიმ განაცხადა, მისთვის უცნობია, რა გზით მოახერხა ირანელმა მომღერალმა, ემირ თათალომ, საქართველოში შემოსვლა და კონცერტის გამართვა.
„ჩვენ არ ვიცით, ვინ შეუწყო ემირ თათალოს ჩამოსვლას ხელი და ვინ იყო ორგანიზატორი. ჩვენთვისაც ბევრი არაფერია მასზე ცნობილი. ეს პიროვნება არის კანონდამრღვევი ირანშიც. მის წინააღმდეგ
სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც კონცერტზე მოხდა, განაპირობა იმანაც, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს ძლიერი სამართლებრივი თანამშრომლობა. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ სამმხრივი შეთანხმება, მაგრამ ვერ მოხდა. როცა სამართლებრივ სფეროში გვექნება თანამშრომლობა, მსგავსი ფაქტებისგან ვიქნებით დაცული. არც ერთ ადამიანს არ უნდა მიეცეს საშუალება, შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა ერებს. ეს არის დაუშვებელი“, – განაცხადა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.