29 მარტი, 2019
"სიმღერა ჩემია და ვისაც მინდა იმას ვამღერებ" - ჯემალ სეფიაშვილის კომენტარი სკანდალზე
9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ ამ დღისადმი მიძღვნილი სიმღერის ახალი ვერსია ჩაიწერება. თუმცა, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის გადაწყვეტილებით, სიმღერას "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" მხოლოდ კაცები შეასრულებენ. ახალი ჩანაწერი პირველად პირველი არხის ეთერში გავა.

სეფიაშვილი პირველ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყნის დამცველი მამაკაცია და ამიტომ, ამ სიმღერას 25 მამაკაცი იმღერებს.

მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილი კომპოზიცია, "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" 1989 წლის 9 აპრილის ერთგვარი ჰიმნია. პირვანდელ ვერსიაში მას ქართველი ქალი და კაცი მომღერლები ასრულებენ.

"რეიტინგი" შეეცადა ჯემალ სეფიაშვილთან
გასაუბრებას, მაგრამ მან სატელეფონი საუბარზე უარი თქვა და მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა.

- მე ტელეფონით არ ვიძლევი ინტერვიუს. მე ქვეყანას ვემსახურები, ამ სიმღერით ხალხს ვეუბნები - ერთმანეთი გვიყვარდეს. ის მაინც დაწერეთ, რომ სიმღერას როცა დავწერ, ვისაც მინდა იმას ვამღერებ", - განაცხადა სეფიაშვილმა.







ჯემალ სეფიაშვილის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 9 აპრილს, 15 საათზე "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები მაუწყებელს მოუწოდებენ, სიმღერის ახლებური ვერსია ეთერში არ გაუშვან. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS