გამხიარულებული მაყურებელი წერდა. რომ ''სწრაფი რუსულების'' კონცერტს ადევნებდა თვალს. ბევრი უკმაყოფილებას ვერ მალავდა. კრიტიკული სტატუსების წერა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ხოფერიას მეუღლემ მიშა ხუჯაძემ იმღერა.
ჟიურის წევრმა თეონა კონტრიძემ კორექტულად მიუთითა, თითქმის მთელი სიმღერა
პოპულარული გახდა და თითქმის ყველა მეორე იზიარებდა ''ფეისბუქზე'' ფილმ უდიპლომო სასიძოდან იმ მონაკვეთს, სადაც დოდო აბაშიძე ამბობს, ''დაყრუვდნენ ძროხები''...
გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი ადამიანი სტატუსს, რომელიც ''ორი ვარსკვლავის'' პირველ კონცერტს მიუძღვნეს.
სალომე გოგიაშვილი: ''ამ წუთებში იცით რომელ გრძნობას განვიცდი? აი, სხვის მაგივრად რომ ძალიან გრცხვენია''.
ირაკლი გაფრინდაშვილი: ''დიდი მადლობდა ''მის საქართველოს'' და ''ორ ვარსკვლავს'', ჩემი კომპლექსების გაქრობისთვის''.
ეკა კვესიტაძე: ''არაა, ფაქტობრივად იუმორინაა''.
პაატა იაკობაშვილი: ''ვცდილობ, იუმორით შევხედო. ნოემ ეს ხალხი კიდობნისთვის გაამზადა?
გეგა ფალავანდიშვილი წერდა: ''შენ გაიხარე ნოე, ჩვენი გამხიარულებისთვის''.
დავით იმედაშვილი: ''სანამ ოკუპანტის ერთი ჯარისკაცი მაინც არის საქართველოში, არც ერთ პროექტში, რომელსაც მე გავაკეთებ, არ დავუშვებ, მის ენაზე ცეკვას და თამაშს.
რა თქმა უნდა, შოუს დამცველების გამოუჩნდნენ:
ნიკოლოზ წულუკიძე: რას ერჩით ამ ახალ პროექტს, რამდენიმე წყვილმა მშვენივრად იმღერა''.
ინგა გრიგოლია: ''ძალიან კარგი იყო, გასართობი და მხიარული. ვიღაცები მომეწონენ, ვიღაცები - არა, მაგრამ საბოლოო ჯამში იყო ძალიან კარგი შოუ. ყოჩაღ ბავშვებო''.
ეკა ხოფერიამ ნოეს მიმართა: ''მგონი, ყველა რეკორდი მოხსენი. ასეთი გამოხმაურება ერთ პროექტს ჰქონდა ხოლმე მხოლოდ. მიხვდები, რომელსაც. დანარჩენს კი ზუსტად ვიცი, გააკეთებ''.
საბოლოოდ ყველას თავად ნოე სულაბერიძემაც უპასუხა: ''მაგრად მახარებს ამდენი სტატუსის პროვოცირება.''
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















