11 მარტი, 2014
როგორ ეხმაურებიან ''ორი ვარსკვლავს'' ცნობილები - ''ნოემ ეს ხალხი კიდობნისთვის გაამზადა''?..
ჟიურის წევრმა თეონა კონტრიძემ კორექტულად მიუთითა, თითქმის მთელი სიმღერა ზურგით იდექით და ეს თქვენ არ შეგეფერებათო ყველა მოუთმენლად ელოდა ''იმედზე'' ''ორი ვარსკვლავის'' დაწყებას. ფიქრობდნენ, რომ ძალიან მაგარი მეგა შოუ იწყებოდა. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ამას სოციალურ ქსელში მაყურებლის სტატუსებიც მოწმობს.

გამხიარულებული მაყურებელი წერდა. რომ ''სწრაფი რუსულების'' კონცერტს ადევნებდა თვალს. ბევრი უკმაყოფილებას ვერ მალავდა. კრიტიკული სტატუსების წერა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ხოფერიას მეუღლემ მიშა ხუჯაძემ იმღერა.

ჟიურის წევრმა თეონა კონტრიძემ კორექტულად მიუთითა, თითქმის მთელი სიმღერა
ზურგით იდექით და ეს თქვენ არ შეგეფერებათო. დუტა სხირტლაძე შეეცადა, სიტუაცია განემუხტა, მაგრამ თეონა კონტრიძემ რეპლიკით ''მიაჯექი დუტა'', ყველაფერი გააფუჭა და მანამდე თუ ვინმე თავს იკავებდა კრიტიკული კომენტარების წერისგან, ყველა გააქტიურდა.

პოპულარული გახდა და თითქმის ყველა მეორე იზიარებდა ''ფეისბუქზე'' ფილმ უდიპლომო სასიძოდან იმ მონაკვეთს, სადაც დოდო აბაშიძე ამბობს, ''დაყრუვდნენ ძროხები''...

გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი ადამიანი სტატუსს, რომელიც ''ორი ვარსკვლავის'' პირველ კონცერტს მიუძღვნეს.

სალომე გოგიაშვილი: ''ამ წუთებში იცით რომელ გრძნობას განვიცდი? აი, სხვის მაგივრად რომ ძალიან გრცხვენია''.

ირაკლი გაფრინდაშვილი: ''დიდი მადლობდა ''მის საქართველოს'' და ''ორ ვარსკვლავს'', ჩემი კომპლექსების გაქრობისთვის''.

ეკა კვესიტაძე: ''არაა, ფაქტობრივად იუმორინაა''.

პაატა იაკობაშვილი: ''ვცდილობ, იუმორით შევხედო. ნოემ ეს ხალხი კიდობნისთვის გაამზადა?

გეგა ფალავანდიშვილი წერდა: ''შენ გაიხარე ნოე, ჩვენი გამხიარულებისთვის''.

დავით იმედაშვილი: ''სანამ ოკუპანტის ერთი ჯარისკაცი მაინც არის საქართველოში, არც ერთ პროექტში, რომელსაც მე გავაკეთებ, არ დავუშვებ, მის ენაზე ცეკვას და თამაშს.

რა თქმა უნდა, შოუს დამცველების გამოუჩნდნენ:

ნიკოლოზ წულუკიძე: რას ერჩით ამ ახალ პროექტს, რამდენიმე წყვილმა მშვენივრად იმღერა''.

ინგა გრიგოლია: ''ძალიან კარგი იყო, გასართობი და მხიარული. ვიღაცები მომეწონენ, ვიღაცები - არა, მაგრამ საბოლოო ჯამში იყო ძალიან კარგი შოუ. ყოჩაღ ბავშვებო''.

ეკა ხოფერიამ ნოეს მიმართა: ''მგონი, ყველა რეკორდი მოხსენი. ასეთი გამოხმაურება ერთ პროექტს ჰქონდა ხოლმე მხოლოდ. მიხვდები, რომელსაც. დანარჩენს კი ზუსტად ვიცი, გააკეთებ''.

საბოლოოდ ყველას თავად ნოე სულაბერიძემაც უპასუხა: ''მაგრად მახარებს ამდენი სტატუსის პროვოცირება.''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინი
წამყვანების უნიჭობამ დამშოკა
16:25 / 12-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
მოიცათ ხალხო, თანდათან დაიხვეწებიან ჯერ პირველი დგე იყო
19:24 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
ნუ გასაგებია კრიტიკა რუსთავი 2 დან წამოვიდა მარა არ შემიძლია ამ შენთხვევაში არ დავეტანხმო მარტლა მეგონა რომ დავყრუვდი,ვინ საით ურტყავდა ნოტებს ვერ გაიგებდი,ოღონდ ტელევიზორში გამოჩნდნენ და კიდიათ რა ხარსხს მიაწოდებს მაყურებლეს.ნოე მართალია შენი სამეგობრო შეკრიბე,მაგრამ ხალხის ყურებზეც იფიქრე,ისევ მიშა ხუჯაძის მოსარჩენები არ გვახდეთ :D
17:46 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS