ფილმების სერია “16 ქალი ცვლილებისთვის” ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და საქართველოში მცხოვრებ ქალებზე, ახალგაზრდა ქალი დოკუმენტალისტების მიერ შექმნილ 16 ფილმს აერთიანებს.
პროექტის მთავარი მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალ დოკუმენტალისტ რეჟისორებს.
“16 ქალი ცვლილებისთვის” ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას სამოქალაქო აქტივობაში. პროექტის მონაწილეებს მიეცათ საშუალება, ინდივიდუალური შემოქმედების განვითარების კინემატოგრაფიის საშუალებით.
ღონისძიების განმავლობაში არა ერთი ფავორიტი გამოვლინდა, მათ შორის კი ახალგაზრდა რეჟისორი,
ნუცა ხუნდაძე (რეჟისორი): გვანცა გაბუნია წლების განმავლობაში სენაკის ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, სადაც უსამართლობას ყოველდღიურად აწყდებოდა. მასზე ძალადობდნენ, როგორც აღმზრდელები, ასევე მისი თანატოლები. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გვანცას გონებაში ილექებოდა და როდესაც გააანალიზა, რომ ისიც მათ ემსგავსებოდა და ძალადობისკენ მიდრეკილება უჩნდებოდა, გადაწყვიტა სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაში ჩაბმულიყო. ის დარჩა მარტო ყველას წინააღმდეგ, თუმცა, ბედი მის მხარეს იყო და მან გადარჩენა მოახერხა. დღეს გვანცა სიღნაღში მზრუნველ და მოსიყვარულე ადამიანებთან ერთად ცხოვრობს.