ფილმების - "ლტოლვილი", "ინტიმი არ შესთავაზოთ", "სასიკვდილო ტრენინგი" ვარსკვლავი, სტანისლავ ბონდარენკო მესამედ გახდა მამა. მას მეორე ქალიშვილი შეეძინა. ამის შესახებ მან Instagram-ში ფოტო გამოაქვეყნა:
"დღეს, 12:00 სთ-ზე, ქვეყანას მოევლინა გოგონა, მიქაელა. წონა 3044, სიგრძე 50 სმ. მადლობა ჩემს მშვენიერ anksunamunk-ს ორი მშვენიერი ქალიშვილისთვის", - დაწერა სტანისლავმა.
მსახიობს კოლეგები ულოცავენ.
სტანისლავ ბონდარენკო ბედნიერად ცხოვრობს მოდის სახლის დირექტორთან, აურინკა ალეხინასთან ერთად - 2016 წლიდან. მან აღიარა, რომ მეორე ცოლთან გაიგო, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული. განაგრძეთ კითხვა: