25 მარტი, 2019
რა გახდა ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების მიზეზი
57 წლის ასაკ­ში რე­ჟი­სო­რი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

"ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს და უსამ­ძიმ­რებს ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ოჯახს. ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი 57 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არა­ერ­თი ფილ­მის ავ­ტო­რია, ბოლო პე­რი­ოდ­ში მის ახალ სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილმზე "ხიდი" მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის კოპ­რო­დუქ­ცი­აა", - ვკი­თხუ­ლობთ კი­ნო­ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა მომღერალი ნინი ქარსელაძე, რომელიც რეჟისორის ნათლულია.

"ჩემი ნათლიები. გიო და ერეკლე.
ღმერთმა თავისთან წაიყვანა.... მეორე ნათლიაც აღარ მყავს.
Erekle
Badurashvili მიყვარხართ და სულ ჩემს გულში იქნებით!!!!" - დაწერა ნინიმ.

Rating
"რეიტინგი" ნინი ქარსელაძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ 57 წლის რეჟისორი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.

როგორც გაიკრვა, რეჟისორს თირკმელი წარსულშიც აწუხებდა, თუმცა, მაშინ მოახერხა და გამოჯანმრთელდა.
ბადურაშვილის სხვა ახლობლებმა ჩვენთან საუბარში ასევე განაცხადეს, რომ ის კლინიკაში გუშინ ღამით მოათავსეს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS