25 მარტი, 2019
57 წლის ასაკში რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა
57 წლის ასაკ­ში რე­ჟი­სო­რი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

"ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს და უსამ­ძიმ­რებს ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ოჯახს. ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი 57 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არა­ერ­თი ფილ­მის ავ­ტო­რია, ბოლო პე­რი­ოდ­ში მის ახალ სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილმზე "ხიდი" მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის კოპ­რო­დუქ­ცი­აა", - ვკი­თხუ­ლობთ კი­ნო­ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილ­მა 1983 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი.



მისი რე­ჟი­სო­რო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მე­ბი - "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი"(1987), "ცოდ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი"(1990), "თბი­ლი­სი ჩემი
სახ­ლია"(1994), "კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი ის­ტო­რია" (2003); სცე­ნა­რის ავ­ტო­რია ფილ­მე­ბის: "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი"(1987), "ცოდ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი"(1990).

ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ვაჟი და მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის მამა იყო.

2017 წელს ბა­დუ­რაშ­ვილ­მა და­ი­წყო ახა­ლი ფილ­მის - “ხი­დის” გა­და­ღე­ბე­ბი. ეს პირ­ვე­ლი ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია. გა­და­ღე­ბე­ბი ბა­თუმ­ში, თბი­ლის­სა და სტამ­ბოლ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS