"ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ერეკლე ბადურაშვილის ოჯახს. ქართველი რეჟისორი და სცენარის ავტორი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში მის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე "ხიდი" მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა", - ვკითხულობთ კინოცენტრის განცხადებაში.
ერეკლე ბადურაშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
მისი რეჟისორობით გადაღებულია ფილმები - "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990), "თბილისი ჩემი
ერეკლე ბადურაშვილი ცნობილი მსახიობის, ლალი ბადურაშვილის ვაჟი და მომღერალ ნინი ბადურაშვილის მამა იყო.
2017 წელს ბადურაშვილმა დაიწყო ახალი ფილმის - “ხიდის” გადაღებები. ეს პირველი ქართულ-თურქული მხატვრული ფილმია. გადაღებები ბათუმში, თბილისსა და სტამბოლში მიმდინარეობდა.