რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში მაია ასათიანის ახალი ფოტოები გავრცელდა. გაირკვა, რომ ფოტოები "პროფილის" პრომოს გადასაღებ მოედანზე იყო გადაღებული.
პრომო სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ტელეწამყვანი ვიდეორგოლში თეთრად არის შეღებილი, შემდეგ კი სხეულს ფერადი საღებავებითაც იღებავს და ბოლოს რეალური მაია ასათიანი ხდება.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანი მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ხშირად სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვარდება, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე გულწრფელი პრომო ქართული ტელესივრცის ისტორიაში.