21 მარტი, 2019
„როგორ მახსოვს, პატარა მამუკა პამპერსით და სიღნაღის აღდგენის ინიციატივით შემოტანტალდა ოთახში“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, გუშინ „ფეისბუქლაივში" განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეა მათ პოლიტიკურ გუნდს ეკუთვნის.

„ბათუმიც თქვენ გააკეთეთ, კახეთიც, ქუთაისიც. წყალტუბოს გაკეთებაც თქვენ გინდოდათ და იმ საზიზღარმა მიშამ გააჩერა პროექტი ისევე, როგორც გააჩერა თბილისის შემოვლითი გზაც. რიყეზე თითქმის დასრულებულ თეატრსაც მიშა ალპობს და ხიდის დანგრევაც მას სურდა. გადადექი მიშა!“- ასე გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

ნანუკას პოსტის ქვემოთ კი ყოფილი პარლამენტარი გიორგი არველაძის კომენტარს ვკითხულობთ: „როგორ მახსოვს პატარა მამუკა პამპერსით და სიღნაღის აღდგენის ინიციატივით
რომ შემოტანტალდა ოთახში...“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS