10 მარტი, 2014
ვანო ჯავახიშვილი გადაცემაში გასული ვიდეოსთვის ბოდიშს იხდის
ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა ვანო ჯავახიშვილის ბოლო გადაცემამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვანოს პოპულარულ რუბიკაში, სადაც საინტერესო და სახალისო ვიდეოებს უშვებს, გავიდა ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მმართველობისას იყო გადაღებული. ვანომ კი აღნიშნა, რომ ეს ფაქტი, ''ქართული ოცნების'' დროს მოხდა. ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა.

გადაცემას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ჯავახიშვილისგან ბოდიშის მოხდას და შეცდომის აღიარებას
ითხოვენ. მათ შორის არის, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც. მომხდარზე კომენტარი ვანო ჯავახიშვილს ვთხოვეთ.

- ვანო, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა ბოლო გადაცემამ. ვიდეო, რომელიც ტოპ ვიდეოდ გაუშვით, ყოფილი ხელისუფლების დროს იყო გადაღებული. თქვენ კი აღნიშნეთ, რომ ორი საქანელა მოხუცებს ''ქართული ოცნების'' მოსვლის შემდეგ დაიდგა სოფელში სადაც მხოლოდ ორი მოხუცი ცხოვრობდა.
- ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ლინკი მოგვაწოდა მაყურებელმა. ვიდეოს ატვირთვის თარიღი მითითებული იყო 2013 წლის 22 სექტემბერი. მომდევნო გადაცემაში ბოდიშს მოვიხდით. თუ გაინტერესებთ, დაგეგმილად გავაკეთეთ თუ არა, ეს ყველაფერი, გეტყვით, რომ - არა. ეს იყო შეცდომა, რომელიც ყველას შეიძლება, დაემართოს და ყველას ეპატიება. ჩვენც ვაღიარებთ ჩვენს შეცდომას. მომავალში ვინმემ რომ რამე წამოგვაძახოს, ასეთი არაფერი არ გვინდა.
- მომავალში მსგავსი შეცდომა რომ არ გაიპაროს გადაცემაში, რამე ღონისძიებას ხომ არ გეგმავთ.
- ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ ხოლმე და ამ მიმართულებით უფრო დაკვირვებულები ვიქნებით, რომ მსგავსი შეწცდომა აღარ გაგვეპაროს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ლელა
ნუ ცრუობ ვანო,ძალიან კარგად იცოდი მააგრამ გეგონა ;გვაჭმევდი;
16:39 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
რავიცი ეგეთი შEცდომები მიშას დროს არ მოგდიოდათ და,, :)))
16:29 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
კაი რა ვანო. რად გინდა ტყუილები. რუსთავი-2 მიზანმიმართულად ატარებთ ნაცების პოლიტიკას. და ეს შეინიშნება ყველა მის გადაცემაში, თოქ შოუა ეს, საინფოტმაციო ტუ კომედიური გადაცემები
16:16 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS