10 მარტი, 2014
ვანო ჯავახიშვილი გადაცემაში გასული ვიდეოსთვის ბოდიშს იხდის
ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა ვანო ჯავახიშვილის ბოლო გადაცემამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვანოს პოპულარულ რუბიკაში, სადაც საინტერესო და სახალისო ვიდეოებს უშვებს, გავიდა ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მმართველობისას იყო გადაღებული. ვანომ კი აღნიშნა, რომ ეს ფაქტი, ''ქართული ოცნების'' დროს მოხდა. ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა.

გადაცემას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ჯავახიშვილისგან ბოდიშის მოხდას და შეცდომის აღიარებას
ითხოვენ. მათ შორის არის, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც. მომხდარზე კომენტარი ვანო ჯავახიშვილს ვთხოვეთ.

- ვანო, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა ბოლო გადაცემამ. ვიდეო, რომელიც ტოპ ვიდეოდ გაუშვით, ყოფილი ხელისუფლების დროს იყო გადაღებული. თქვენ კი აღნიშნეთ, რომ ორი საქანელა მოხუცებს ''ქართული ოცნების'' მოსვლის შემდეგ დაიდგა სოფელში სადაც მხოლოდ ორი მოხუცი ცხოვრობდა.
- ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ლინკი მოგვაწოდა მაყურებელმა. ვიდეოს ატვირთვის თარიღი მითითებული იყო 2013 წლის 22 სექტემბერი. მომდევნო გადაცემაში ბოდიშს მოვიხდით. თუ გაინტერესებთ, დაგეგმილად გავაკეთეთ თუ არა, ეს ყველაფერი, გეტყვით, რომ - არა. ეს იყო შეცდომა, რომელიც ყველას შეიძლება, დაემართოს და ყველას ეპატიება. ჩვენც ვაღიარებთ ჩვენს შეცდომას. მომავალში ვინმემ რომ რამე წამოგვაძახოს, ასეთი არაფერი არ გვინდა.
- მომავალში მსგავსი შეცდომა რომ არ გაიპაროს გადაცემაში, რამე ღონისძიებას ხომ არ გეგმავთ.
- ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ ხოლმე და ამ მიმართულებით უფრო დაკვირვებულები ვიქნებით, რომ მსგავსი შეწცდომა აღარ გაგვეპაროს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ნინუცაააა
კაი რა ვანოოოო
19:20 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვანიჩკა რაღა დაგიმალო და მეც გამიკვირდა. მაგრამ იმდენად კარგი ხარ და ხალასი იუმორი გაქვს, ნამდვილად გეპატიება. ოთარ ტატიშვილს კი ვეტყვი დაანებოს თავი შენს მობაძვას.
19:06 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
შერ
ახლა ერთი კვირა იმუშავებენ რუსთავი 2-ის პიარშიკები,ბოდიში ისე მოიხადონ,რომ მაინც ხელისუფლება ჩააგდონ სასაცილო მდგომარეობაში.ვნახოთ,ასე თუ არ მოხდება!
19:05 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
sofo
ra magari gakliat kvelas ti xvdebit mainc ha? vanos ro misdevt ragac shecdomis gamo da tkuis abralebt da sajaro bodish itxovt icit kvelas ra jobia? tkneni motreuli axali mtavrobis tkuilebs shexedot da mat mostxovet bodishi kvekana davdakira ro daakenet, ra magari usakmurebi xart raaaa
19:02 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
დავით
კაი ვანო არაუშავრა გვიპატიებია, რა იყოთ თქვე კაი ხალხო მოდელირებული ქრონიკა გვაჭამა იმედმა და აპატიეთ და ერთი უწყინარი ტყუილი რა გახდა
18:00 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაკო
ლელა , კარგი რა. მაჭამი გქონდა შენ და შენისთანებს უკვე, მეც სხვათაშორის. ასევე თითქმის ყველასმ მერაბ მეტრეველს რომ არ დაეფიქსირებია ეს. არ მითხრა ახლა არაო.
17:38 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეგ საქანელები რომ დადგეს მახსოვს მაშინ გაუშვა ეგ ვიდეო, თუ ვცდები?
17:33 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გივიკო
ვანო კარგი კაცი იყავი, მაგრამ რაც სააკაშვილის მასხარა გახდი საერთოდ დაკარგე შთაბეჭდილება ხალხის თვალში.
17:14 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თათია ონიანი
ძალიან კარგი. ველოდები შემდეგ გადაცემას და ვანოს ბოდიშს საჯაროდ. თუმცა მისი "გულწრფელი" შეცდომის არ მჯერა,მაგრამ მაინც კარგია ნაცების მასხარას ბოდიშიც რო გამოტყუო.
17:13 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ნაციონალების მასხარაა მარტლა ესე ძაან ნუ იმჩნევს ქემაინც ძაან ტეხავს დეგენერატი ვეგარ ვუყურებ საერთოდ.
16:48 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS