10 მარტი, 2014
ვანო ჯავახიშვილი გადაცემაში გასული ვიდეოსთვის ბოდიშს იხდის
ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა ვანო ჯავახიშვილის ბოლო გადაცემამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვანოს პოპულარულ რუბიკაში, სადაც საინტერესო და სახალისო ვიდეოებს უშვებს, გავიდა ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მმართველობისას იყო გადაღებული. ვანომ კი აღნიშნა, რომ ეს ფაქტი, ''ქართული ოცნების'' დროს მოხდა. ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა.

გადაცემას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ჯავახიშვილისგან ბოდიშის მოხდას და შეცდომის აღიარებას
ითხოვენ. მათ შორის არის, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც. მომხდარზე კომენტარი ვანო ჯავახიშვილს ვთხოვეთ.

- ვანო, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა ბოლო გადაცემამ. ვიდეო, რომელიც ტოპ ვიდეოდ გაუშვით, ყოფილი ხელისუფლების დროს იყო გადაღებული. თქვენ კი აღნიშნეთ, რომ ორი საქანელა მოხუცებს ''ქართული ოცნების'' მოსვლის შემდეგ დაიდგა სოფელში სადაც მხოლოდ ორი მოხუცი ცხოვრობდა.
- ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ლინკი მოგვაწოდა მაყურებელმა. ვიდეოს ატვირთვის თარიღი მითითებული იყო 2013 წლის 22 სექტემბერი. მომდევნო გადაცემაში ბოდიშს მოვიხდით. თუ გაინტერესებთ, დაგეგმილად გავაკეთეთ თუ არა, ეს ყველაფერი, გეტყვით, რომ - არა. ეს იყო შეცდომა, რომელიც ყველას შეიძლება, დაემართოს და ყველას ეპატიება. ჩვენც ვაღიარებთ ჩვენს შეცდომას. მომავალში ვინმემ რომ რამე წამოგვაძახოს, ასეთი არაფერი არ გვინდა.
- მომავალში მსგავსი შეცდომა რომ არ გაიპაროს გადაცემაში, რამე ღონისძიებას ხომ არ გეგმავთ.
- ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ ხოლმე და ამ მიმართულებით უფრო დაკვირვებულები ვიქნებით, რომ მსგავსი შეწცდომა აღარ გაგვეპაროს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
სოფო
ვანოო
22:53 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ვენი ვედი ვიცი
შეცდომა კი არა გამიზნული პროვოკაცია იყო მიშურ-ნაცურ სტილში...არ ჩაეტია ფეხი ვანო მასხარას...მიშასათვის უნდოდა ესიამოვნებინა ბიჭს უფრო სწორად ნა.......
22:13 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
nino
Ar mjera titqos vanos shecdoma gaepara,yvelgan iumors edzeben da eg rogor gamoeparat ra periodshi daayenes saqanelebi?
21:35 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინია
მართლაც მეც ძალიან მიყვარდა ვანოს შოუ მაგრამ რაც მიშას პირადი მასხარა გახდა მას შემდეგ აღარაფერი მიკვირს.განსაკუთრებით რუსთავი ორისგან
20:22 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო_ჭიათურა
ჭიათურის ნაძვის ხეზე რომ იღადავეთ კიდევ. ის ნაძვის ხე მონტაჟის დროს იყო გადაღებული,თქვენ კი საცინად აიგდეთ ჭიათურა და ჭიათურლებიც. ასე რომ ჭიათურას ეგეთი ნაძვის ხე არასოდეს არ ჰქონია იმ მთავრობის დროსაც და ამ მთავრობის დროსაც.ერთმა პროვოკატორმა არაკაცმა გადაიღო და გამოაქვეყნა, ისიც ვიცი ვინ არის ის ადამიანი და დავამატებ რომ ნაციონალი იყო.
19:52 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
არაპარტიული
ეგ ბოდიში სემდეგ გადაცემაში სახალხოდ უნდა მოიხადო, ტან რამდენიმე გადაცემაში ისე, რომ ყველამ გაიგონოს, რომ ეგ ძველი კადრები იყო.შენი მხრიდან ეგ იყო შეცდომა კი არა, აფერისტობა.ამიტომ ასე ინტერნეტში გადახდილი ბოდიში მაგ საქმეს ვერ გამოასწორებს.
19:52 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქარტველი
ვანო კარგი ხუმარა კაცი ხარ,მაგრამ ნაციონალების მხარეს იკავებ ნამეტანი,ხო იცი,რაც კომიკოსიდან არ უნდა ჯანდეს,ამიტო პოლიტიკას ტავი დაანებე და სჰენი საკმე აკეტე,რაც გეხერხება
19:30 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
ვანოს გადაცემაში გაშვებული შეცდომა არაფელია მაგიტ კვეკანა არ დაკცეულა ისე რომ იკცევა კვეკანა მაგას მიხედეტ, ვანო მაგარი გადაცემა გაკვს ჯიგარი ხარ.....
19:27 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ხალხნო მეტი საქმე რატომ არ გაქვთ და რატომ ვერ ისვენებთ. გინდაც იტყუებოდეს ვის რა დაუშავდა მაგით... მეცოდება საქართველო ამდენი უსაქმურის ხელში.
19:25 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
parmenich
ეს თუ იუმორისტული გადაცემაა და კარგად გვქონია ქართველებს იუმორთან საქმე,ტიპიური პოლიტიკური გადაცემაა ნაციონალების შტაბიდან
19:23 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS