10 მარტი, 2014
ვანო ჯავახიშვილი გადაცემაში გასული ვიდეოსთვის ბოდიშს იხდის
ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა ვანო ჯავახიშვილის ბოლო გადაცემამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვანოს პოპულარულ რუბიკაში, სადაც საინტერესო და სახალისო ვიდეოებს უშვებს, გავიდა ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მმართველობისას იყო გადაღებული. ვანომ კი აღნიშნა, რომ ეს ფაქტი, ''ქართული ოცნების'' დროს მოხდა. ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა.

გადაცემას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ჯავახიშვილისგან ბოდიშის მოხდას და შეცდომის აღიარებას
ითხოვენ. მათ შორის არის, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც. მომხდარზე კომენტარი ვანო ჯავახიშვილს ვთხოვეთ.

- ვანო, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა ბოლო გადაცემამ. ვიდეო, რომელიც ტოპ ვიდეოდ გაუშვით, ყოფილი ხელისუფლების დროს იყო გადაღებული. თქვენ კი აღნიშნეთ, რომ ორი საქანელა მოხუცებს ''ქართული ოცნების'' მოსვლის შემდეგ დაიდგა სოფელში სადაც მხოლოდ ორი მოხუცი ცხოვრობდა.
- ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ლინკი მოგვაწოდა მაყურებელმა. ვიდეოს ატვირთვის თარიღი მითითებული იყო 2013 წლის 22 სექტემბერი. მომდევნო გადაცემაში ბოდიშს მოვიხდით. თუ გაინტერესებთ, დაგეგმილად გავაკეთეთ თუ არა, ეს ყველაფერი, გეტყვით, რომ - არა. ეს იყო შეცდომა, რომელიც ყველას შეიძლება, დაემართოს და ყველას ეპატიება. ჩვენც ვაღიარებთ ჩვენს შეცდომას. მომავალში ვინმემ რომ რამე წამოგვაძახოს, ასეთი არაფერი არ გვინდა.
- მომავალში მსგავსი შეცდომა რომ არ გაიპაროს გადაცემაში, რამე ღონისძიებას ხომ არ გეგმავთ.
- ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ ხოლმე და ამ მიმართულებით უფრო დაკვირვებულები ვიქნებით, რომ მსგავსი შეწცდომა აღარ გაგვეპაროს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ნინიკო
ვანოს რომ ვუყურებ და ვუსმენ მახსენდება ყურშა გაყოყოჩდა (ნაციონალების ხელში) ანიმაციური ფილმიდან . და გიკვირთ რომ იმათზე იმუშაოს?
09:45 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გივი
დანარჩენი ყველაფერი ხომ ხუთიანზე შეასრულა "ქართულმა ოცნებამ" და რა მოხდა მერე-შეეშალა ვანოს. ეს ერთი ვაპატიოთ, მეტს აღარ იზამს.
09:44 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
mari
ეს იმიტომ მოხდა რომ ნაცების დროს ნაცების გულშემატკივრები არასდროს არ ინტერესდებოდნენ ხალხი რაზე აკრიტიკებდა ნაცებს. იმედია ახლა ქოცები ადევნებენ თვალყურს პრესას და ადგილობრივ არჩევნებზე რომ დამარცხდებიან სხვას არარ დააბრალებენ
09:27 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ვანო მიშოს ტაკიმასხარაა,ნიკა კიდევ ბიძოს თეთრი ზვიგენიიი!?
07:25 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
Dარი
Vერ ხარ რა, ასეტი მაგრები ტუ ხარტ იმ მტავრობას და ამ მტავრობას მოახტევინეტ ბოდისები სულ რო გვატყუებს და სულ რო ესლებატ. Uსაქმური კაცი მახსტს იყრიდაო ეგრე ჯირს ზოგიერტებს , დედა რ. Mომცტარა ვანო ჯავახისვილმა როგორ დაუსვა სეცტომა, ვაი დედა.
02:30 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ვირისთავა
ამისთნებს ძეგლი უნდა დაუდგა დიდი ცანცარის
00:39 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატო
შემდეგ გადაცემაში ბოდიშთან ერთად უნდა თქვას: მეგონა, საქანელები მაინც დააყენეს და ესეც კი არ გაუკეთებიათ ამ გაჭირვებულებსო.
00:18 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
აააა
00:10 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ნეტა რა შეჭამეთ ვანო და მისი გუნდი, ძალიან მაგრად ხუმრობენ და ტქვენ თუ ეს ხუმრობა არ გესმით უყურეთ თქვენთვის გასაგებ ხუმრობებს მაესტროზე. შეეშალა და შეეშალა, სადაც მთელ საქართველოს შეეშალა ივანიშვილის მთავრობა რომ მოიყვანა ქვეყნის ასაოხრებლად, დიდი ამბავი ერთ ვანოს ეს თუ შეეშAლა
00:09 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
დინამო
გაგიტყდა მაგ გასიებული ნაციონალი თავი:) მართლა ტაკიმასხარა ხარ, მაგრა შეიცვალე ხო იცი შენ...
23:13 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS