10 მარტი, 2014
ვანო ჯავახიშვილი გადაცემაში გასული ვიდეოსთვის ბოდიშს იხდის
ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა ვანო ჯავახიშვილის ბოლო გადაცემამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვანოს პოპულარულ რუბიკაში, სადაც საინტერესო და სახალისო ვიდეოებს უშვებს, გავიდა ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მმართველობისას იყო გადაღებული. ვანომ კი აღნიშნა, რომ ეს ფაქტი, ''ქართული ოცნების'' დროს მოხდა. ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა.

გადაცემას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ჯავახიშვილისგან ბოდიშის მოხდას და შეცდომის აღიარებას
ითხოვენ. მათ შორის არის, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც. მომხდარზე კომენტარი ვანო ჯავახიშვილს ვთხოვეთ.

- ვანო, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა ბოლო გადაცემამ. ვიდეო, რომელიც ტოპ ვიდეოდ გაუშვით, ყოფილი ხელისუფლების დროს იყო გადაღებული. თქვენ კი აღნიშნეთ, რომ ორი საქანელა მოხუცებს ''ქართული ოცნების'' მოსვლის შემდეგ დაიდგა სოფელში სადაც მხოლოდ ორი მოხუცი ცხოვრობდა.
- ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ლინკი მოგვაწოდა მაყურებელმა. ვიდეოს ატვირთვის თარიღი მითითებული იყო 2013 წლის 22 სექტემბერი. მომდევნო გადაცემაში ბოდიშს მოვიხდით. თუ გაინტერესებთ, დაგეგმილად გავაკეთეთ თუ არა, ეს ყველაფერი, გეტყვით, რომ - არა. ეს იყო შეცდომა, რომელიც ყველას შეიძლება, დაემართოს და ყველას ეპატიება. ჩვენც ვაღიარებთ ჩვენს შეცდომას. მომავალში ვინმემ რომ რამე წამოგვაძახოს, ასეთი არაფერი არ გვინდა.
- მომავალში მსგავსი შეცდომა რომ არ გაიპაროს გადაცემაში, რამე ღონისძიებას ხომ არ გეგმავთ.
- ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ ხოლმე და ამ მიმართულებით უფრო დაკვირვებულები ვიქნებით, რომ მსგავსი შეწცდომა აღარ გაგვეპაროს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქ
ვანო მაგარი გადაცაემა გაქვს.
02:50 / 15-03-2014
გამოხმაურება / 0 /
---
მერაბ მეტრეველს ვეხმაურები,ვანოს შეცდომას რომ ეხმაურება და ბოდიშის მოხდას ითხოვს სხვა არაპერ შეცდომას ვერ ამჩნევს გარშემო? თუ ღრმა შეცდომებს ვერ აღიქვავს და ჯერ მხოლოდ შოუებზე ნადირობს. პ.ს ისე კი გამიკვირდა ამ მთავრობის დროს როგორ მოხდა რომ, ეს გაკეთდა მეთკი და...
02:49 / 15-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
ვანომ მოიხადა ბოდიში....იმ ორ მოხუცს თუ აქვს წყალი საინტერესოა?ეგ ფეხზე გკიდიათ ნაცებსაც და ქოცებსაც საცოდავი ბოღმები ხართ ერთმანეთის ლანძღვის გარდა არაფერი შეგიძლიათ რეალურად!მეცოდებით!
20:01 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ევა
ვანო, ვერ ხვდები რომ ნაცების უნიჭო მასხარა ხარ?
19:49 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგა
აბა ვაზელინი იაფად...ერტი იკიდე ერტი უფასოდ...ვანოოოოოოო
08:38 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
პიზდინას
აბა შეუძვერიტ მედროვეებო ეხლა პიზდინას
16:17 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სანდრო 11
ტასოს რა გინდა აბა მონასტერში წავიდეს?
13:53 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ინფო9 ძალიან მაღალი დონის საიფორმაციო სააგენტო იყო! დიდი მადლობა ჟურნალისტებს და ოპერატორებს . . . ყოფილ თანამშრომლებს წარმატებებს გისურვებთ!
12:33 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ალექსი
იმფო 9 -ის სიუჟეტი იყო და რას ვერ მიხვდნენ? ინფო 9 ახალ მთავრობაზე მოამზადებდა ასეთ რეპორტაჟს? მიქარავს!
11:56 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ტასო
მოიხადა ვანომ ბოდიში, მერე რა ამის ბოდიშით ავშენდით თუ რა.მეტი რაღა გვინდა ვანომ თუ მოიბოდიშა. ეჰ მეტრეველო შენც ვითომ ამით საქმე გაუკეთე გაჭირვებულ ხალხს,შენც საქმე გამოგლევია
11:02 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS