რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობილი ტელეწამყვანის დავით სოკოლოვის ვიდეომიმართვა, რომელშიც ის თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვედრას სთხოვდა. სოკოლოვს ქალაქის პირველ პირთან შეხვედრა თავისი ბინის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით სურდა. მისივე თქმით, მერთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ეს საკითხი დააყენა და კალაძემ ის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს შეახვედრა, თუმცა, ამ შეხვედრით სოკოლოვი უკმაყოფილო დარჩა.