"უნდა ამეტვირთა საილუსტრაციოდ, სხვა ქვეყნის ლიდერები დადიან თუ არა სტუდიებში და დიანას დღევანდელ გადაცემაში უკვე აუკუწკუწებია. ამიტომ პირაპირ გავაზიარებ. ნერვებს ნუ იშლით ,,პროტოკოლისტებო,,, გარეთ 21-ე საუკუნეა, რა პროტოკოლი...
რის პროტოკოლი. რა შეზღუდვები, რის შეზღუდვები, კარგით რა....თავისუფალი ადამიანი ვარო, ამბობს თავად პრეზიდენტი და იზღუდავს თუ არა ამ თავისუფლებას რაღაც გაუგებარი პროტოკოლური აკვიატებებით,
მე ძალიან კმაყოფილი ვარ გუშინდელი ინტერვიუთი, განსაკუთრებით იმით, ასეთი რეზონანსული რომ გამოვიდა , რაც უფრო მეტს წერენ ამ ინტერვიუზე, მით მეტად. ამ ვიდეოს კი მაინც გადახედეთ მორალისტებმა", - წერს გრიგოლია და იმ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები ამა თუ იმ გადაცემების სტუდიის სტუმრები არიან.