20 მარტი, 2019
"თავისუფალი ადამიანი ვარო, ამბობს თავად პრეზიდენტი და... " - ინგა გრიგოლიას კიდევ ერთი განცხადება
ინგა გრიგოლიას გუშინდელი ეთერის გარშემო ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. ჟურნალისტმა კრიტიკოსებს პირველად გვიან ღამით უპასუხა, ცოტა ხნის წინ კი, ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.

"უნდა ამეტვირთა საილუსტრაციოდ, სხვა ქვეყნის ლიდერები დადიან თუ არა სტუდიებში და დიანას დღევანდელ გადაცემაში უკვე აუკუწკუწებია. ამიტომ პირაპირ გავაზიარებ. ნერვებს ნუ იშლით ,,პროტოკოლისტებო,,, გარეთ 21-ე საუკუნეა, რა პროტოკოლი...

რის პროტოკოლი. რა შეზღუდვები, რის შეზღუდვები, კარგით რა....თავისუფალი ადამიანი ვარო, ამბობს თავად პრეზიდენტი და იზღუდავს თუ არა ამ თავისუფლებას რაღაც გაუგებარი პროტოკოლური აკვიატებებით,
ამაზე რომ ჟურნალისტი შეეკამათება, ეგეც თავისუფლებაა.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ გუშინდელი ინტერვიუთი, განსაკუთრებით იმით, ასეთი რეზონანსული რომ გამოვიდა , რაც უფრო მეტს წერენ ამ ინტერვიუზე, მით მეტად. ამ ვიდეოს კი მაინც გადახედეთ მორალისტებმა", - წერს გრიგოლია და იმ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები ამა თუ იმ გადაცემების სტუდიის სტუმრები არიან.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლიანა
ინგა
04:14 / 21-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS