20 მარტი, 2019
"ნერვებს გაუფრთხილდით" - ინგა გრიგოლია აღშფოთებულ საზოგადოებას მიმართავს
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს პასუხობს, რომელმაც ჟურნალისტი პრეზედენტ სალომე ზურაბიშვილის ინტრვიუს შემდეგ გააკრიტიკა.

"ის აღშფოთებული ადამიანები, პრეზიდენტს როგორ შეჰბედე შეკამათებაო, შე უზრდელო და ტუტუცოო, შე ხეპრე და გაუნათლებელოო, გაბრაზებულები რომ მთაგავენ. ერთ მშვენიერ დღეს, პრეზიდენტს რომ გაუნაწყენდეს ივანიშვილი, როგორც მარგველას, მერე რას იტყვიან ნეტა? მადლობა, რომ გვიყურეთ და ნერვებს გაუფრთხილდით, მე კი საინტერესო ინტერვიუები ნუ მომიშალოს ღმერთმა", - წერს გრიგოლია.


19 მარტს "ტვ პირველის" ეთერში გავიდა ინტერვიუ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრეზიდენტს რამდენიმე საკითხში შეეკამათა, რამაც საზოგადოება აღაშფოთა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ინტერვიუ, პრეზიდენტის რანგში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მაია
პრეზიდენტს ვინ გაუნაწყენდება ეგ სხვა თემაა, შენ შენს საქციელზე აგე პასუხი, რა იყო ეს?......................გგონია მაგარი ჟურნალისტი ხარ?
00:17 / 21-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ლიანა
რატომ არ გინდათ აღიაროთ ,რომ ჟურნალისტი უნდა იყოს მაგალითი თუ რობორ უნდა ესაუბრო პიროვნებას (არ ააქვს მნიშვნელობა პრეზიდენტი იქნება თუ მზარეული) .მეტი თავაზიანობა და თავდაჭერა გმართებთ . რა მაგალითს აძლევთ მომავალ თაობას .
23:31 / 20-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ვანო
შენი თავი ჟურნალისტი გგონია?
19:43 / 20-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ანი
ზე უზრდელი ყოფილხარ არდა მაგრად მევასებოდი
19:31 / 20-03-2019
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
იმიტომ კია არა გაგაკრიტიკეს პრეზიდენტს როგორ შებედეო, უბრალოდ არაობიექტური იყავი და ძალიან კარგად იცი მაგიტომ გაღიზიანდა ხალხი და არა იმიტომ რომ პრეზიდენტს შეჰკადრე და ნუ გადაგყავს სხვა ჭრილში. რატომაც გაგაკრიტიკეს მშვენივრად იცი.
16:40 / 20-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS