19 მარტი, 2019
ნანი ბრეგვაძის დახვეწილობა ყველა ზღვარს გასცდა - როგორ გამოიყურება ლეგენდა ახალ კლიპში
სტეფანე მღებრიშვილი ყველაზე მოთხოვნადი და რეიტინგული მომღერალია საქართველოში. იგი ყველა საკონცერტო სივრცეს ავსებს და მსმენელსაც სიახლეებითმ უდამ ანებივრებს.

ახალგაზრდა მომღერალმა ზაფხულში ქართული სცენის ლეგენდასთან, ნანი ბრეგვაძესთან დუეტი ჩაწერა.






დუეტი ვაჟა აზარაშვილის სიმღერაზე "ისევ წვიმს" შეიქმნა და "ბლექ სი არენაზე" გაჟღერდა.

ნანი ბრეგვაძესთან ჩაწერილ დუეტზე ცოტა ხნის წინ კლიპი გადაიღო რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა. ვიდეოს პრემიერა "ნანუკას შოუში" შედგება.

ვიდეოკლიპიდან რამდენიმე ფრაგმენტი სტეფანემ საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა და უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.



ნანი ბრეგვაძეს მისთვის დამახასიათებელი გრაციოზულობისთვის არც ამჯერად
უღალატია. ვიდეორგოლში მან მოირგო დახვეწილი შავი კაბა, რომელიც მის სილუეტს უფრო გამოკვეთილს ხდის.


ნანი ბრეგვაძის კაბა დავით გევორქოვმა შექმნა.

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS