ლელა წურწუმიას და მამულიჩას ოჯახში, გასულ ზაფხულს მატება იყო. მამულიჩას ვაჟს, ნიკუშას შვილი შეეძინა. მას ალექსანდრე დაარქვეს.
მამულიჩა და ლელა პატარა ალექსანდრეს აღზრდაში აქტიურად არიან ჩართულები. ამას მათი ფეისბუქის პოსტებიც ამტკიცებს.
გუშინ ლელა წურწუმიას ოფიციალურ ფეისბუქზე ვიდეო გავრცელდა, სადაც მომღერალი მამულიჩას შვილიშვილს სიმღერით აძინებს.
შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ თვეების ალექსანდრე ცდილობს ლელას გია გორდეზიანის "წახნაგას" სიმღერაზე აჰყვეს.
ნიკუშა მამულაშვილმა ნუკა ფაღავაზე გასულ წელს იქორწინა.