ლიკა და ჯუზეპე გასულ წელს მშობლები გახდნენ, მათ ქალიშვილი შეეძინათ. ლიკამ ორსულობისას 27 კილოგრამი მოიმატა. თუმცა, ზედმეტი კილოგრამები უკვე დაიკლო და ახლა შესაშურ ფორმაშია.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ცნობილმა ბალერინამ და ტელეწამყვანმა წონაში მკაცრი დიეტის შედეგად დაიკლო.
ლიკა ლაბაძე ერთი კვირის წინ, საქართველოში დაბრუნდა. უცნობია, ჩამოიყვანა თუ არა მან ქალიშვილი თბილისში.
როგორც იცით, ლიკა ლაბაძე ტელევიზიაში ბალეტიდან მოვიდა. შესაბამისად, შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ წლების შემდეგ, გიორგი ცაავას ფოტოსესიისთვის მან პუანტები მოირგო.