15 მარტი, 2019
მახო ქვრივიშვილი ცოლზე ჯვარს ვერ იწერს
ხუთწლიანი თავისუფლების შემდეგ, მსახიობმა მალხაზ ქვრივიშვილმა ისევ იქორწინა. ვნებათაღელვით აღსავსე ცხოვრებისგან მსახიობმა ტაიმ აუტი აიღო და ცოტა ხანი ავანსცენას გაეცალა. თუმცა, კულისებში დიდხანს არ დაუყვია. ჯერ იყო მეგობრობა, თუმცა, სიყვარულიც მალევე მოვიდა.

მსახიობის რჩეული პროფესიით ჟურნალისტი ხათუნა ფეიქრიშვილია. ერთმანეთს გაცილებით ადრე იცნობდნენ, თუმცა, დაახლოება-დამეგობრება გადასაღებ მოედანზე მოხდა. სერიალში, რომლის გადაღებაც შემდეგ აღარ გაგრძელებულა, ხათუნა მიწვეული მსახიობის სტატუსით იყო. მახო ქალის პიროვნებამ და მისმა ღიმილმა მოხიბლა, ხათუნა კი მსახიობის ხასიათის იმ შტრიხებმა, რომელიც მისთვის აღმოჩენა იყო.
„თბილი, მოსიყვარულე და კეთილი ადამიანია, ღიმილიც კეთილი აქვს“, - საყვარელ ქალზე ექსკლუზიურად „პრაიმტაიმთან“ ამბობს მახო.

ეს ქორწინება ორივესთვის მესამეა. ხათუნას მსგავსად მახოც ორჯერ იყო ქორწინებაში, თუმცა, ამ უკანასკნელს რამდენიმე წლის მანძილზე მეგობარი ქალიც ჰყავდა. საკმად დიდი გამოცდილების მქონე მამაკაცს დაქორწინების ეშინოდა. თუმცა, 56 წლის მალხაზმა 46 წლის ხათუნაზე დაქორინება მაინც „გაბედა.“ წყვილი თანხმდება იმაზე, რომ ახლა სიმშვიდის პერიოდი უდგას. სწორედ ამიტომაც დუმდნენ, „პრაიმტაიმი“ კი ამ დუმილს არღვევინებს.



„ყოველთვის თვალები მყიდის“


მალხაზ ქვრივიშვილი: - ყოველივე იქიდან გამომდინარე, რა ცხოვრებაც განვლე, ვერიდებოდი დაქორწინებას. სერიოზული ურთიერთობისთვის და ამ პასუხისმგებლობითვის მზად არ ვიყავი. მეშინოდა, ამიტომაც თავს ვარიდებდი ჩემი და ხათუნას ურთიერთობის გასერიოზულებას.

- ეს შიში რამ გადაგალახინა?

- ხათუნამ და სიტუაციამ. მან დამარწმუნა იმაში, რომ ნამდვილად ისეთი ადამიანია, ვინც მე მჭირდება. ხათუნა საუკეთესო აღმოჩენაა ჩემთვის. უერთგულესი ადამიანია და ძალიან შემიყვარდა.

- როდის გამოუტყდი სიყვარულში?

- სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვერ ვუტყდებოდი. თუმცა, მე ყოველთვის თვალები მყიდის.

ხათუნა ფეიქრიშვილი: - დაახლოებამდე მალხაზზე სხვა წარმოდგენა მქონდა. ტელეეკრანიდან, ჟურნალებიდან ვიცნობდი და მეგონა, არასერიოზულად ეკიდებოდა ოჯახის თემას. არც მე გამიმართლა ორჯერ და ამ მხრივ მეც ფრთხილად ვიყავი. და ამ ყოველივეს შემდეგ ძალიან მაგარი ადამიანი აღმოვაჩინე. მე დავიწყე აქტიურობა, ვწერდი, ვეკონტაქტებოდი, ვსაუბრობდით, დავახლოვდით... გრძნობას რომ ვატყობდი და თან ვხედავდი, რაღაც აბრკოლებდა, ამიტომაც გავაქტიურდი. დაკარგვა არ მინდოდა... უზომოდ თბილი, კეთილი და ერთგული ადამიანია. სულ სხვა იმიჯი შეუქმნეს. ამ დროს აბსოლუტურად უღალატო ადამიანია.



მექალთანე მახო

მალხაზი: - ჩემი ეს მექალთანეს იმიჯი სერიალიდან - „ძილის წინ“ წამოვიდა. იქ ორ ქალს ვეფლირტავებოდი. თორემ ვის გვერდითაც მიცხოვრია, მისთვის არასდროს მიღალატია.

ხათუნა: - მე ჩემს ცხოვრებაში ასეთი კომფორტული ადამიანი არ შემხვედრია. ადამიანთან დაძაბული რომ არ ხარ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

- თქვენს ურთიერთობას რაიმე წინაამღდეგობა ხომ არ შეხვედრია?

- ახლა რომ გაჟღერდება ჩვენი ურთიერთობა, უკვე მეშინია.

- რისი?


მახო: - უკვე დიდი ხანია, მშვიდად ვცხოვრობ, ჩემთვის და არ გამოვჩენილვარ. ვეწვალები ცხოვრობას, შვილებს ვუვლი... ცუდი ენები ყოველთვის იყო ჩემს გარშემო, ვიღაცას მოსწონს ჩემი რჩეული, ვიღაცას - არა. ამან დამღალა და ამ ყველაფერს ვერიდებოდი. ჩემი თავი ამ ყველაფრიდან თვითონვე მოვიკვეთე. ჩვენზე ჯერ არაფერი დაწერილა. პირველად შენ წერ. არც მინდოდა პირადი ცხოვრების აფიშირება. იმდენი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, ვის აინტერესებს ჩემი პირადი. თან გადაიღალა ხალხი ამ ჩემი პირადით, რომლიც ტოტალიზატორივითაა - გაშორდება, არ გაშორდება? დარჩება ბოლომდე თუ - არა?

ხათუნა: - რაც მეტმა იცის, მეტი ერევა ურთიერთობაში. ჩემთვის ჩემი შექმნილი შთაბეჭდილებაა მთავარი, ვინ რას იტყვის, არ მაინტერესებს. მე და მახო ზუსტად იმ ასაკში შევხვდით ერთმანეთს, როცა უნდა შევხვედროდით. ახლა სიმშვიდის პერიოდი გვაქვს. განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS