14 მარტი, 2019
რობერტ სტურუას სპექტალს "სამარცხვინო" უწოდეს - რა მოხდა რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო საღამოზე
რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი "ბედი ქარ­თლი­სა" წა­რუდ­გი­ნეს.

წარ­მოდ­გე­ნას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, პრე­მი­ე­რი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.



რე­ჟი­სორ­მა სპექ­ტაკ­ლი სწო­რედ ამ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის დად­გა, თუმ­ცა, ალ­ბათ სტუ­რუ­ას არ­ც ერთ სპექ­ტაკლს არ მოჰ­ყო­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იმ­დე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა, რო­გორც "ბედი ქარ­თლი­სას"...

"რა სირ­ცხვი­ლია
თე­ატ­რა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა "ბედი ქარ­თლი­სა"... სტუ­რუა იქით იყოს, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებს რო­გორ არ ცხვე­ნი­ათ?"… - და­წე­რა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ჟურ­ნა­ლის­ტმა და კრი­ტი­კოს­მა გოგი გვა­ხა­რი­ამ.

"რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი "ბედი ქარ­თლი­სა" იყო ბო­როტ­სა და კე­თილს მიღ­მა. უბ­რა­ლო სი­ტყვე­ბით, რო­გო­რი­ცაა ჩვენ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი "მა­რაზ­მი" ან არა­კო­რექ­ტუ­ლი კრე­ტი­ნიზ­მი ან იდი­ო­ტიზ­მი ამ დად­გმას ვერ აღ­წერ - ის კე­თილ­სა და ბო­როტს მიღ­მა იყო (Jenseits von Gut und Böse) - ისევ ჩვენ­ში ასე­რი­გად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ფრიდ­რიხ ნიც­შე რომ მო­ვიხ­მოთ", - ასე შე­ა­ფა­სა სპექ­ტაკ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე ლაშა ბაქ­რა­ძემ.

კრი­ტი­კულ ფე­ის­ბუქ-პოს­ტებს არა­ნაკ­ლე­ბად მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბიც მოჰ­ყვა: "ამ წარ­მოდ­გე­ნით ფაქ­ტუ­რად სა­ბო­ლო­ო­ოდ და­უ­მარ­ხავს თავი"; "უბ­რა­ლოდ სკო­ლის ბან­კე­ტის­თვის დად­გმუ­ლი წარ­მოდ­გე­ნაა"; "მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა სცე­ნის რან­გში აყ­ვა­ნი­ლი?"; "...რა და­უჯ­და ეს მა­რაზ­მი სა­ხელ­მწი­ფოს?"; "ჩვენ რომ მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში პარ­ლა­მენ­ტი გვქონ­და, თქვენ სად იყა­ვით სა­ერ­თო­ო­ო­ოდ - ვი­ღაც ბრი­ტა­ნე­თის დრო­შა შე­მოხ­ვე­უ­ლი "სა­მაზ­ვა­ნე­ცი ლორ­დი" ზედ და­ჩხა­ო­და ბრი­ტა­ნე­თის ელჩს. არც ამას ვხუმ­რობ"; - ეს მხო­ლოდ მცი­რე­დია იმ კრი­ტი­კი­დან, რაც რო­ბერტ სტუ­რუ­ას წარ­მოდ­გე­ნას "ბედი ქარ­თლი­სა" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოჰ­ყვა... განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Niania
Sul gamo...."liberalda" es idioti?!
21:32 / 14-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS