წარმოდგენას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
რეჟისორმა სპექტაკლი სწორედ ამ მასშტაბური ღონისძიებისთვის დადგა, თუმცა, ალბათ სტურუას არც ერთ სპექტაკლს არ მოჰყოლია საზოგადოების მხრიდან იმდენი ნეგატიური შეფასება, როგორც "ბედი ქართლისას"...
"რა სირცხვილია
"რობერტ სტურუას სპექტაკლი "ბედი ქართლისა" იყო ბოროტსა და კეთილს მიღმა. უბრალო სიტყვებით, როგორიცაა ჩვენში პოპულარული "მარაზმი" ან არაკორექტული კრეტინიზმი ან იდიოტიზმი ამ დადგმას ვერ აღწერ - ის კეთილსა და ბოროტს მიღმა იყო (Jenseits von Gut und Böse) - ისევ ჩვენში ასერიგად აქტუალური ფრიდრიხ ნიცშე რომ მოვიხმოთ", - ასე შეაფასა სპექტაკლი ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძემ.
კრიტიკულ ფეისბუქ-პოსტებს არანაკლებად მწვავე კომენტარებიც მოჰყვა: "ამ წარმოდგენით ფაქტურად საბოლოოოდ დაუმარხავს თავი"; "უბრალოდ სკოლის ბანკეტისთვის დადგმული წარმოდგენაა"; "მოღალატეობა სცენის რანგში აყვანილი?"; "...რა დაუჯდა ეს მარაზმი სახელმწიფოს?"; "ჩვენ რომ მე-11 საუკუნეში პარლამენტი გვქონდა, თქვენ სად იყავით საერთოოოოდ - ვიღაც ბრიტანეთის დროშა შემოხვეული "სამაზვანეცი ლორდი" ზედ დაჩხაოდა ბრიტანეთის ელჩს. არც ამას ვხუმრობ"; - ეს მხოლოდ მცირედია იმ კრიტიკიდან, რაც რობერტ სტურუას წარმოდგენას "ბედი ქართლისა" სოციალურ ქსელში მოჰყვა... განაგრძეთ კითხვა: