14 მარტი, 2019
სამეფო სკანდალი გადაფარულია: ნატა გულიაშვილის შიშით ბიძინა ივანიშვილმა "ფეისბუქს" და "ინსტაგრამს" პრობლემები შეუქმნა
მსახიობი, მოცეკვავე და აწ უკვე პოლიტიკოსი ნატა გულიაშვილი კიბერ თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ნატა საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ამ ყველაფერში ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევია.

მან ასევე განაცხადა, რომ სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს ოცნების აქტივისტების მხრიდან ამ ყველაფერს კი მისი გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა.

Rating

შეგახსენებთ, გუშინ ღამით Facebook-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება დაფიქსირდა, რის შედეგადაც სოციალურ ქსელს მომხმარებლები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნორმალურად ვეღარ იყენებდნენ.

ბოლოს, როდესაც Facebook-ს ფართომასშტაბიანი შეფერხება ჰქონდა, ქსელის
სერვისებზე წვდომა 150 მილიონ მომხმარებელს შეეზღუდა. ეს 2008 წელს მოხდა, ახლა კი საქმე გაცილებით დიდ მასშტაბებთან გვაქვს. გუშინდელი ხარვეზი Facebook-ის 2.3 მილიარდ ყოველთვიურ მომხმარებელს შეეხო.

შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. კომპანიამ განცხადება მხოლოდ ხარვეზის არსებობის შესახებ გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის მოგვარებაზე მუშაობდნენ. გავრცელებული ჭორების საპასუხოდ კი, დასძინა, რომ საიტზე არ მომხდარა ე.წ. DDoS შეტევა (კიბერთავდასხმის სახეობა, რომელიც სამიზნე სერვისზე განსაკუთრებით მაღალი ტრაფიკის მიმართვას გულისხმობს).
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
!!!!!!!!!!!!
შემოახწია კი არა, შემოაღწია.:))))))))))) ასწავლეთ ვინმემ ამ ქალს ქართული.
03:14 / 17-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ჭიჭე
ამ გაუნათლებელმა ქართული გრამატიკაც არ იცის!
17:59 / 15-03-2019
გამოხმაურება / 0 /
123
ეს კიდე ვის დაეკარგა
01:30 / 15-03-2019
გამოხმაურება / 0 /
მაია
კარგი ქალო შენ ვის რაში აინტერესებ
22:37 / 14-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ხოხ
ბიძოს ამ ქალის შიშით ენურეზი დაეწყო,
21:44 / 14-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS