ქართული სამეფო კარის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, სოციალურ ქსელში, გამოეხმაურა ნიკა გვარამია.
„მე არ ვიცი, სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი. სტუდენტობისას მახსოვს, მეგონა ასხივებდა, ისეთი განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა (მის დასაც).
რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა. არ თქვათ ახლა, მერე რატომ გაჰყვაო. ასეთ ძალადობას 99% ვერ გაუძლებდა.
არ მაინტერესებს დნმ, საერთოდაც, სასაცილო სიფსიხედ მეჩვენება მონარქიის იდეა, მაგრამ მაინც:
ჩემი მხარდაჭერა ანა ბაგრატიონს. თუ პრინცესა უნდა გვყავდეს (ფორმალურად, ცხადია), იყოს მაღალი კლასის ანა ბაგრატიონი. ის საოცრება დეგრადიული პრინცი არაფერში არ წერია“, - აღნიშნულია ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ პოსტში.