13 მარტი, 2019
"ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს, აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი ძალადობას არ თაკილობს"
ქართული სამეფო ტახტის მიმართ ვნებათაღელვა არ წყდება. დაპირისპირებული მხარეები, შეიძლება ითქვას, ყველაფერს კადრულობენ.

ქართული სამეფო კარის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, სოციალურ ქსელში, გამოეხმაურა ნიკა გვარამია.

„მე არ ვიცი, სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი. სტუდენტობისას მახსოვს, მეგონა ასხივებდა, ისეთი განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა (მის დასაც).

რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა. არ თქვათ ახლა, მერე რატომ გაჰყვაო. ასეთ ძალადობას 99% ვერ გაუძლებდა.
მერე გაყრა (აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი ძალადობას არ თაკილობს) და სკანდალი. და ახლა სიხარულიძე თუ ბაგრატიონი.

არ მაინტერესებს დნმ, საერთოდაც, სასაცილო სიფსიხედ მეჩვენება მონარქიის იდეა, მაგრამ მაინც:

ჩემი მხარდაჭერა ანა ბაგრატიონს. თუ პრინცესა უნდა გვყავდეს (ფორმალურად, ცხადია), იყოს მაღალი კლასის ანა ბაგრატიონი. ის საოცრება დეგრადიული პრინცი არაფერში არ წერია“, - აღნიშნულია ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ პოსტში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნათია
თუ არ უნდოდა გათხოვება, რატომ გათხოვდა,მე-11 საუკუნე ხომ არ იყო. ალბათ ჩარჩა ამ საუკუნეში. თუ დეოფლის ბრწყინვალებამ მოხიბლა. თურმე ძალით მიათხოვეს, 21-ე საუკუნეში, თანაც "პრინციც" გააჩინა. გააუბედურა ბავშვი.
18:49 / 18-03-2019
გამოხმაურება / 0 /
nana
ამ სურათებიდან თუ ვიმსჯელებთ, ანა არის მტაცებელი, დავითი კი მსხვერპლი, რომელსაც ბავშვობიედან ჩასჩიჩინებდნენ რომ იყო პრინცი და ეხლა თურმე შარლატანი გახდა, მაგრამ მანც ბუნდოვანია ყველაფერი და მტრებს ახარებს
13:43 / 14-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ალექს
დაეტიე რა ,რა ზეწოლა გეგონება საქართველოს ტახტს მემკვიდრე არ ყავდა და არიქა უნდა გათხოვილიყო რომ მემკვიდრე დაეჩინა,აბა გონზე თუ ხართ რას ბოდავთ.თავში რომ აქვთ ავარდნილი თავისი გვარიშვილობა,ხოდა იმიტომაც მისდით საქმე კარგად,ხალხს სულ არ აინტერესებს,როცა წერენ არიქა და ვბებათაღელვაო მეცინება,რას ამბობთ ხალხი ქუჩაში დარბის გაგიჟებული.ნუ იგდებთ თავს მასხრად.
12:40 / 14-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ნოე
ეს არის საკითხი სადაც ნიკა გვარამიას არ ვეთანხმები და ალბათ არცერთი მოაზროვნეც არ დაეთანხმება. თუ სიმბოლურად უნდა ავირჩიოთ დედოფალი, რატომ ავირჩევთ ანა ბაგრატიონს, როცა ანაზე ლამაზიც, წარმოსაჩენიც და განათლებულიც უამრავი ახლგაზრდა გოგონაა,,, ხოლო თუ ისტორიულად უნდა მოხდეს აღიარება მაშინ რატომ ნოე სიხარულიძის შთამომავლები, ისინი ხომ სინამდვილეში ბაგრატიონები არ არიან,,,,, ისტორია - ისტორიაა და თანაც ასეთი ისტორიული ფაქტის ფალსიფიკაცია,,,,, ოოო,,,,ოოოოოო,,,, ოოოოოოოოო,,,,,
22:42 / 13-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ნოე
ეს არის საკითხი სადაც ნიკა გვარამიას არ ვეთანხმები და ალბათ არცერთი მოაზროვნეც არ დაეთანხმება. თუ სიმბოლურად უნდა ავირჩიოთ დედოფალი, რატომ ავირჩევთ ანა ბაგრატიონს, როცა ანაზე ლამაზიც, წარმოსაჩენიც და განათლებულიც უამრავი ახლგაზრდა გოგონაა,,, ხოლო თუ ისტორიულად უნდა მოხდეს აღიარება მაშინ რატომ ნოე სიხარულიძის შთამომავლები, ისინი ხომ სინამდვილეში ბაგრატიონები არ არიან,,,,, ისტორია - ისტორიაა და თანაც ასეთი ისტორიული ფაქტის ფალსიფიკაცია,,,,, ოოო,,,, ოოოოოო,,,, ოოოოოოოოო,,,,,
22:36 / 13-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS