11 მარტი, 2019
ქეთი მელუას შესახებ ბრიტანულ პრესაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება
მსოფ­ლი­ოს ქარ­თვე­ლი მე­გა­ვარ­სკვლა­ვის ქეთი მე­ლუ­ას შე­სა­ხებ რო­გორც ინ­გლი­სურ, ისე ქარ­თულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს იგი დიდი ხა­ნია, პა­რა­ნო­ი­ით იტან­ჯე­ბა და მე­უღ­ლე­საც კარ­გა ხა­ნია გა­შორ­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად მომ­ღერ­ლის ბი­ძას არ­ჩილ მე­ლუ­ას და­ვუ­კავ­შირ­დით:

- და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ ქე­თის კონ­ცერ­ტი ჰქონ­და და თავს გა­და­სა­რე­ვად გრძნობს. ახ­ლა­ხან სახ­ლის რე­მონ­ტი და­ას­რუ­ლეს, ჩემს ოჯახს ელო­დე­ბი­ან სტუმ­რად ლონ­დონ­ში და ამის­თვის გან­საკ­უთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან. ტყუ­პი ვა­ჟე­ბი მყავს, რომ­ლებ­ზეც ქეთი გიჟ­დე­ბა და მათ სულ სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს. მეს­მის, რომ თბი­ლის­ში ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ზოგ­ჯერ მარ­ტო ჩა­მო­დის,
მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე­უღ­ლეს გა­შორ­და. პი­რი­ქით, ერ­თმა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბი­ან და არ მეს­მის, ამ ჭო­რის რა სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს?! ერ­თა­დერ­თი რაც ვიცი, ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ, კე­დელ­ზე რო­მე­ლი სუ­რა­თი ჩა­მო­ე­კი­დათ. ქე­თის სხვა სურ­და, მე­უღ­ლეს - სხვა და ეგ იყო მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მაქ­სი­მუ­მი... რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ცნო­ბი­ლი ისე ხდე­ბა, რომ მის ირ­გვლივ არა­ნა­რი სკან­და­ლი არ არის, მერე ალ­ბათ რა­ღაც უნდა მო­ი­გო­ნონ.



- ანუ სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხავთ ორი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას?


- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რაც არ არის, აბა რო­გორ და­ვა­დას­ტუ­რებ?! ჯე­იმსს თა­ვის ბიზ­ნე­სი, თა­ვის საქ­მე აქვს და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე თუ ქეთი თბი­ლის­ში მარ­ტო ჩა­მო­დის, არ ნიშ­ნავს, იძა­ხონ, ქმა­რი მო­უკ­ვდა, ან გა­შორ­დაო! ლონ­დონ­ში სტუ­დი­ის და­ქი­რა­ვე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს და სა­თა­ნა­დო მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა! სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ვაც­დენთ სამ­სა­ხურს, როცა მოგ­ვინ­დე­ბა, ლონ­დონ­ში ასე არ არის! სახ­ლი და­ას­რუ­ლეს, ქე­თის დედა ამ­ბობ­და, ბოლო სა­ვარ­ძე­ლი შე­ვი­ტა­ნე­თო და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი არი­ან. ქე­თის ძა­ლი­ან უყ­ვარს ეზო­ი­ა­ნი სახ­ლი და სურ­და, რო­გორც თბი­ლის­ში გვაქვს, ლონ­დონ­შიც ყვე­ლა­ფე­რი ისეთ სტილ­ში მო­ე­წყო. რაც შე­ე­ხე­ბა პა­რა­ნო­ი­ას, ადა­მი­ანს მარ­თლა პა­რა­ნო­ია უნდა ჭირ­დეს, რომ მი­ვი­დეს და ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვიუ პრე­სას მის­ცეს. ქე­თის თუ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს, და­უ­ყო­ნებ­ლივ მა­მა­მისს ეუბ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი ექი­მია! ქეთი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სავ­სე გო­გოა, ამ­დენს მუ­შა­ობს და რო­მე­ლი პა­რა­ნო­ი­ის მქო­ნე შეძ­ლებს ამ­დენს?! ერ­თა­დერ­თი ადრე მახ­სოვს, ევ­რო­ტუ­რის დროს ცუ­დად იგ­რძნო თავი, პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი ჰქონ­და, რად­გან ჯერ სულ ოცი წლის იყო, უზარ­მა­ზა­რი სა­პა­სუ­ხისმ­გებ­ლო გა­მოს­ვლე­ბი ჰქონ­და... იმ­დე­ნად გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს, ერთხელ ვკი­თხე, ახლა რო­მელ ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბი კონ­ცერ­ტით-მეთ­ქი და არ ახ­სოვ­და, სას­ტუმ­როს ჟურ­ნალ­ში ნახა და მი­პა­სუ­ხა, რომ პა­რიზ­ში იყო. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS