წყვილის ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის და თუ მათი სოციალური ქსელით ვიმსჯელებთ, თავს ბედნიერად გრძნობენ.
ბაჩო ჭალაძე საყვარელი ქალის, ნუცა კუხიანიძის ყოფილ ქმართან, გუკა რჩეულიშვილთან და ლელა კილაძესთანაც მეგობრობს.
წყვილის ცხოვრებაში სიახლეა, მათ პირველი შვილი შეეძინათ. როგორც "რეიტინგს" წყვილის მეგობარმა უთხრა, ბაჩოს და ნუცას გაუჩნდათ ბიჭი, რომელსაც მშობლებმა თომა დაარქვეს.